LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს შვილებს რუსული ესმით, მშობლებსაც რუსულად ვესაუბრები…ჩვენმა შვილებმა იციან რომ ნახევრად უკრაინელები არიან“ – მილა კუნისი

124
Untitled

როგორც ცნობილია, მილა კუნისი წარმოშობით უკრაინიდანაა, ის და მისი მეუღლე, ეშტონ კატჩერი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე აქტიურად გულშემატკივრობენ ქვეყანას, მათ უკვე  30 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვეს. როგორც წყვილის ბოლო ინტერვიუდან ხდება ცნობილი, ისინი უკრაინის შესახებ  შვილებსაც აქტიურად ესაუბრებიან.

მილა კუნისსა და ეშტონ კატჩერს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ჰქონდათ ჩართვა – წყვილმა უკრაინისთვის 35 მილიონი დოლარი შეაგროვა 

მილა კუნისმა და ეშტონ კატჩერმა უკრაინისთვის 5 დღეში 18 მილიონი დოლარი შეაგროვეს და გაჩერებას არ აპირებენ 

„უკრაინული ენა არ ვიცი. როცა უკრაინაში ვიზრდებოდი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით, ამიტომ სახლში რუსულად ვლაპარაკობდით. ჩვენს შვილებს რუსული ესმით, მშობლებსაც რუსულად ვესაუბრები. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ საიდან მოდიხარ. ის, რომ რამდენიმე კულტურას წარმოადგენ. ჩვენმა შვილებმა იციან რომ ნახევრად უკრაინელები არიან“, – ამბობს მილა.

წყვილის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს, შვილებს უკრაინის შესახებ უფრო მეტი გააგებინონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები