LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალური და დახვეწილი – აბრეშუმის პერანგსა და ქვედაბოლოში გამოწყობილი ვიქტორია ბექჰემი გვაჩვენებს თუ როგორ დავაგრძელოთ ფეხები ვიზუალურად

184
page

მომღერალი და დიზაინერი, ან უბრალოდ, „ბექჰემების კლანის“ დედოფალი, ვიქტორია დახვეწილი „ლუქებით“ მუდამ ახერხებს ყურადღების ცენტრში ყოფნას. ამჯერად 48 წლის ვარსკვლავი ლონდონში, საკუთარი ბუტიკისკენ მიმავალი გადაიღეს. მისი „ლუქი“ კვლავინდებურად გამორჩეული, ქალური და დახვეწილი იყო.

ვარსკვლავმა აბრეშუმის, სპილოსძვლისფერი პერანგი მოირგო, რომელიც საკუთარი ბრენდის უახლესი კოლექციიდანაა წარმოდგენილი და მისი ღირებულება 550 ევროს შეადგენს. აღნიშნულ „ლუქს“ კი მან შავი, აბრეშუმის, მოკლე ქვედაბოლო, შავი კოლჰოტი და კლასიკური ფეხსაცმელი შეუხამა. ეს ანსამბლი ვიზუალურად მის ფიგურას უფრო მოხდენილს, ფეხებს კი უფრო გრძელს ხდიდა.

თავაწეული ვიქტორია და მზრუნველი დევიდი – შავებში გამოწყობილი წყვილი „ადამსების ოჯახს“ შეადარეს

ვიქტორია ბექჰემი უკიდურესად პიკანტურ კომბინეზონში პოზირებს და წლის ყველაზე ტრენდულ ფერს ასახელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები