ვიქტორია ბექჰემს რომ საოცრად დახვეწილი სტილის შეგრძნება აქვს, ეს სადავო საკითხი უკვე დიდი ხანია აღარ არის. 48 წლის დიზაინერის ყოველი გამოჩენა შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია. ამ ყველაფერს ხელს უწყობს მისი უზადო სხეულიც.
ამჯერად ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების და ვიდეოების მორიგი სერია გაავრცელა. განსაკუთრებით მომნუსხველი იყო ვიქტორიას ხილვა ხასხასა მწვანე, სხეულზე მომდგარ, პიკანტურ კომბინეზონში, რომელსაც მან ამავე ფერის ფეხსაცმელი შეუხამა. ის სარკესთან პოზირებდა და საკუთარი ბრენდის ჩანთების მოდელებს უკეთებდა რეკლამირებას.
„ეს პატარა ჩანთები ძალიან პრაქტიკულია, ვის არ უყვარს მეტალიკი ფერები? ეს ხომ წლის ტრენდია“, – წერს ვარსკვლავი.
ბექჰემებთან ,,ტრაურია” – ვიკტორია და დევიდი რძალთან გაჩაღებული ომის ფონზე პირველად გამოჩნდნენ