LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარდი ბი ტანსაცმლის საკუთარ ხაზს გამოუშვებს – ბრენდის სახელწოდება ცნობილია

183
11289790-0-image-a-95_1553197191311

ქარდი ბის საფირმო სიტყვა Okurrr მალე სავაჭრო ნიშნად იქცევა. საქმე ისაა, რომ ამერიკელმა რეპერმა ,,ქეჩფრეიზის” დაპატენტების გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ქვეშ ის საკუთარ ბრენდს ჩამოაყალიბებს.

ცნობილია, რომ 26 წლის ვარსკვლავის გეგმებში ქაღალდის ჭიქებისა და პოსტერების წარმოება შედის.

ამასთან, სკანდალური ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი ტანსაცმლის ხაზის გამოშვებასაც აპირებს. გაირკვა, რომ კაპსულა მაისურებით, ჰუდებით, შარვლებით, ქუდებითა და თეთრეულით დაკომპლექტდება.

ქარდი ბის ეპატაჟური იმიჯის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხალგაზრდა არტისტის წამოწყება უდავოდ საინტერესო და ეფექტური გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები