ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის დაქორწინებიდან სამი კვირა გავიდა. წყვილმა ევროპა შვილებთან ერთად შემოიარა. ახლა კი ორივე ლოს-ანჯელესში იმყოფება. პაპარაცებმა ბენ აფლეკი და ჯეი ლო უკვე არაერთხელ გადაიღეს, ორივეჯერ წყვილი მარტო სეირნობდა.
შიგნიდან ანათებს – ბედნიერი მისის აფლეკი მარტო სეირნობს
თაფლობის თვის შემდეგ, ბენი კვლავ მოწყენილია – რას უნდა ველოდეთ მისგან
სულ ცოტა ხნის წინ კი ახალი დეტალი გახდა ცნობილი. ტაბლოიდების ცნობით, წყვილმა ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტა, მათ სურთ რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატარონ ერთად, რადგან მონატრება უფრო მძაფრი იყოს. წყვილი ფიქრობს, რომ ამ გზით მათ შორის არსებული მაგია შენარჩუნდება.
„ისინი ერთმანეთს გამუდმებით ესაუბრებიან, მესიჯობენ, ასე კიდევ უფრო აუმჯობესებს კავშირს მათ შორის. ჯეი ლოს მოსწონს იმის ცოდნა, რომ მისი მეუღლე მის გვერდით იმ წამსვე გაჩნდება, როცა კი მას ეს მოუნდება“, – აცხადებს ინსაიდერი.
„ბენიფერი“ „სიყვარულის ქალაქს“ იპყრობს
„ბენიფერის“ მხურვალე კოცნა – ცხელი ფოტოები პარიზიდან
მისტერ და მისი აფლეკების სასახლე – ნახეთ „ბენიფერის“ „სასიყვარულო ბუდე“ 60 მილიონ დოლარად