რამდენიმე დღის წინ სემ სმიტმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, რომელმაც მოკლე დროში მოახერხა ინტერნეტსივრცის დაპყრობა. 30 წლის არტისტი მოტოციკლზე ქურქით ზის, რომელიც შიშველ სხეულზე აქვს მოცმული.
„Motorcycle Mama“, – აი ასე დაასათაურა ფოტოების სერია მომღერალმა.
„ყველა მხიარული მომღერალი“, „სემ, საოცარი ქურქი გაცვია“, „ყველაზე უკომპლექსო არტისტი“, – წერენ კომენტარებში.
სხვათა შორის, სემის გარდერობი მართლაც მრავალფეროვანია, ის არ ერიდება არც ქვედაბოლოების და არც ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმას. ,,ოსკაროსანი” ვარსკვლავი მამაკაცის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანიის, SYRO გულშემატკივარია და ბევრჯერ მოურგია მსგავსი ფეხსაცმელი.
ფოტო/ვიდეო: სემ სმიტის სილამაზის წესები – მომღერალი დღის რუტინას გვიზიარებს