LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაღაცამ შეაწუხა“ – ბილი პორტერის გლამურული გამოჩენა კაბა-სმოკინგში

230
page

გუშინ, „ოქროს გლობუსი“ 2023-ის გამარჯვებულები დასახელდნენ. რიგით მე-80 დაჯილდოების ცერემონიალმა ტრიუმფალურად ჩაიარა. ბუნებრივია, ცერემონიალს უამრავი ვარსკვლავი დაესწრო და წითელ ხალიჩაზე „კოსტიუმის შერკინება“ გაიმართა.

დაჯილდოებაზე იმყოფებოდა 53 წლის ბილი პორტერიც, რომელმაც 2019 წლის „ოსკარზე“ მორგებული „ლუქი“ გაიმეორა, თუმცა ამჯერად მას არა შავი, არამედ ჟოლოსფერი კაბა-სმოკინგი ეცვა. როგორც ჩანს, „კრისტიან სირიანოს“ ბრენდის კაბა არც თუ ისე მოსახერხებელი გამოდგა, რადგან ბილი მთელი ცერემონიალის განმავლობაში მის გასწორებას ცდილობდა.

„როცა ხვდები, რომ კაბა-სმოკინგი ძალიან მოუხერხებელია“, „რას აკეთებს?“, „კაბის შიგნიდან რაღაცამ შეაწუხა“, – წერენ კომენტარებში

ფოტო: აღიარეთ, რომ ბილი პორტერი „მოდის ფერიაა“ – მსახიობმა „გუჩის სახლის“ პრემიერაზე ყველა დაჩრდილა

ფოტო: ვარდისფერ ორეულში გამოწყობილი ბილი პორტერი წითელ ხალიჩას იპყრობს

ფოტო: ბილი პორტერი წითელ ხალიჩაზე ფრთებით გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები