LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღიმილი მილიონ დოლარად – ბრედ პიტმა ოქროს გლობუსისთვის კბილები მოიწესრიგა“ – დასავლური მედია

1667
Untitledf

„ოქროს გლობუსის“ ცერემონიაზე გადაღებულ ფოტოებს თუ გადავავლებთ თვალს, ბრედ პიტის მოღიმარ სახეს თვალს ნამდვილად ვერ ავარიდებთ. 59 წლის მსახიობი შესანიშნავ განწყობაზე იყო და არც მისი თვალისმომჭრელი ღიმილი დარჩენილა უყურადღებოდ.

გამჭრიახ თვალს არ გამოჰპარვია მისი ოდნავ შეცვლილი ღიმილი. ინტერნეტსივრცე მოიცვა ბრედის ბოლო თვეებში გადაღებულმა ფოტოებმა, სადაც ვარსკვლავს წინა კბილი ოდნავ ჩამოტეხილი აქვს.

„ღიმილი მილიონ დოლარად – ბრედ პიტმა ოქროს გლობუსისთვის კბილები მოიწესრიგა“, – წერს დასავლური მედია.

„კიდევ ვის აქვს ასეთი ღიმილი?“ – ბრედ პიტი და მარგო რობი „ოქროს გლობუსის“ ცერემონიალზე

ოქროს ბიჭები „ოქროს გლობუსზე“ – ბრედ პიტისა და კვენტინ ტარანტინოს მხიარულება წითელ ხალიჩაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები