LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამსეი-ჰანტის“ სინდრომი სმენის დაქვეითებას იწვევს – ახალი დეტალები ჯასტინ ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მისის მეუღლის ემოციური სიტყვები

7588
Untitledgfgf

რამდენიმე დღის წინ, 28 წლის ჯასტინ ბიბერმა გაამხილა, რომ სახის ნაწილი პარალიზებული აქვს. მუსიკოსს „რამსეი-ჰანტის“ სინდრომი აქვს, რომელიც სახის ნერვის ანთების გამო, სახის კუნთების ატროფიას იწვევს,  ბიბერი უკვე თვალის დახუჭვასა და გაღიმებას ვერ ხერხებს. ახლახან ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული დაავადების პროგრესირების შემთხვევაში, მან შესაძლოა სმენის დაქვეითება და უამრავი თანმხლები პრობლემა გამოიწვიოს. 

მას, რა თქმა უნდა, საყვარელი მეუღლე, ჰეილი ბიბერი მხარში უდგას და ყველაფერს აკეთებს მის გასამხნევებლად.  მან 240 მილიონ „ინსტაგრამ“ გამომწერს ჯასტინის ფოტო გაუზიარა, რომელსაც აწერია: „მე შენ მიყვარხარ პატარავ“. 

ვიდეო: „ილოცეთ ჩემთვის“ – ჯასტინ ბიბერმა გაამხილა, რომ სახის ნაწილი პარალიზებული აქვს

შეგახსენებთ, ჯანმრთელობის პრობლემები ჰეილისაც აქვს, რამდენიმე თვის წინ ის კლინიკაში ინსულტის ნიშნებით გადაიყვანეს, შემდეგ კი მას გულის ოპერაცია დასჭირდა.

ვიდეო: ჰეილი ბიბერს ინსულტის შემდეგ გულის ოპერაცია ჩაუტარდა – ვარსკვლავი დეტალებს იხსენებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები