გასულ თვეს, ჯასტინ ბიბერის მეუღლე, ჰეილი ბოლდუინი ინსულტის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს. კოვიდის შემდეგ მას ტვინში მცირე თრომბი აღმოაჩნდა.
25 წლის ჰეილი ბიბერი ინსულტის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს
ფოტო: ინსულტის ნიშნების შემდეგ ჰეილი ბიბერი პირველად გამოჩნდა
საავადმყოფოში მას გულის ოპერაცია ჩაუტარდა, ამის შესახებ ჰეილიმ „ინსტაგრამ“ ვიდეოში განაცხადა, სადაც თავის ისტორიას ჰყვება.
„ქმართან ერთად ვსაუზმობდი და დამეწყო ინსულტის მსგავსი სიმპტომები. გადამიყვანეს საავადმყოფოში და ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ტვინში პატარა თრომბი ჩამოყალიბდა, რამაც გამოიწვია ჟანგბადის ნაკლებობა. ეს ყველაზე საშინელი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. ახლა შვებას ვგრძნობ, რომ ამ პრობლემის მოგვარება შევძელით. შემიძლია დავივიწყო ეს საშინელი სიტუაცია და უბრალოდ ვიცხოვრო ჩემი ცხოვრებით“, – იხსენებს ჰეილი.
ამის შემდეგ მოდელს გულის ოპერაცია ჩაუტარდა, მას ოვალური ხვრელის დახურვისთვის ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.