ჯასტინ ბიბერის მეუღლე, ჰეილი ბოლდუინი ინსულტის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს. კოვიდის შემდეგ მას ტვინში მცირე თრომბი აღმოაჩნდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად მოდელმა, „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა.
„დილით მეუღლესთან ერთად ვსაუზმობდი და ინსულტის მსგავსი სიმპტომები გამომივლინდა, სასწრაფოდ წამოიყვანეს კლინიკაში, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ტვინში პატარა თრომბი წარმოიქმნა, რამაც ჟანგბადის ნაკლებობა გამოიწვია, ეს იყო ყველაზე საშინელი შეგრძნება, რაც კი ოდესმე განმიცდია, ახლა სახლში ვარ, თავს კარგად ვგრძნობ“, – წერს ჰეილი.
ვიდეო: რატომ ატირდნენ წითელ ხალიჩაზე ჯასტინ და ჰეილი ბიბერები
ფოტო: რომანტიკის აპოთეოზი – ჯასტინ და ჰეილი ბიბერების ლონდონური ვოიაჟი