LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ პატინსონი ჩემი პირველი სიყვარული იყო და ცოლად სიამოვნებით გავყვებოდი, თუმცა…” – კრისტენ სტიუარტი (ფოტო)

2282
page

მიუხედავად იმისა, რომ კრისტენ სტიუარტი და რობერტ პატინსონი წლებია დაშორდნენ, მათი გულშმატკივრები დღემდე იმედოვნებენ, რომ ცნობლი წყვილი ერთხელაც კვლავ ერთად იქნება, თუმცა როგორც ჩანს, მათი გზები სამუდამოდ გაიყო. კრისტენ სტუარტმა კარგა ხანია აღიარა თავისი არატრადიციული ორენტაციის შესახებ და ის თავის მეგობარ გოგოსთან ერთად ოჯახის შექმნასაც აპირებს.

29 წლის კრისტენმა, სულ ცოტა ხნის წინ, გოვარდ შტერნის რადიო შოუში ძალიან გულახდილად ისაუბრა და აღიარა, რომ რობერტი მისი პირველი სიყვარული იყო და მას ცოლად დიდი სიამოვნებით გაჰყვებოდა.

„ის ჩემი პირველი სიყვარული იყო და გარკვეულ ეტაპზე, მისი ცოლობაც მსურდა.“

შეგახსენებთ, მსახიობებმა ერთმანეთი 2008 წელს, „ბინდის“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო, მათი რომანი მალევე დაიწყო, ისინი ერთად 4 წელი იყვნენ, განშორების მიზეზი კი კრისტენის ღალატი იყო, მან პატინს რეჟისორ რუბერტ სანდერსთან უღალატა.

ახლა კრისტენი სცენარისტ დილან მაიერს ხვდება, როგორც მსახიობი ამბობს, ის მზადაა სერიოზული ნაბიჯი გადადგას და გოგონასთან ოჯახი შექმნას.

„მე მსურს ჩემს გოგოსთან ერთად ფილმები გადავიღო და შვილები ვიყოლიო“, – აცხადებს მსახიობი

კრისტენ სტიუარტის რომანტიკული გასეირნება მეგობარ გოგოსთან ერთად (ფოტო)

წყვილი ლოს-ანჟელესის ქუჩებში ხელიხელჩაკიდებული  სეირნობდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები