LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსისა და ჯეიმი ქალუმის საახალწლო დუეტი – Merry Xmas Everybody (ვიდეო)

175
maxresdefault

თუკი იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებისთვისაც შობა-ახალი წელი ყველაზე გამორჩეული დღესასწაულია და მისთვის მზადებას ბევრად ადრე იწყებთ, მაშინ გაგახარებთ და გეტყვით, რომ რობი უილიამსი ზრუნავს თქვენს ამაღლებულ, სადღესასწაულო განწყობაზე.

ახალი კომპოზიცია Merry Xmas Everybody და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი მართლაც საშობაო განწყობას შეგიქმნით.

მრავალი ჯილდოს მფლობელ ინგლისელ მუსიკოსს პარტნიორობას ჯაზ-პოპ მომღერალი, პიანისტი  და რადიოწამყვანი ჯეიმი ქალუმი უწევს, რომლის შესრულებაც ყოველთვის გამოირჩევა ექსტრავაგანტულობით.

რაც შეეხება ვიდეოს შინაარსს, არაფერი განსაკუთრებული, ბევრი ღიმიღი, ბიჭების ქარიზმა და არტისტიზმი, რომელიც შობა-ახალი წლის განწყობას ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში შეგიქმნით.

შეგახსენებთ, რობი უილიამსი საშობაო ალბომს სახელწოდებით საშობაო ზღაპარი“ უშვებს. ის 22 ნოემბერს გამოვა.

„The Christmas Present“ - რობი უილიამსი საშობაო ალბომს უშვებს (ფოტო/ვიდეო)

ალბომი ორი ნაწილისგან შედგება „Christmas Past“ და  „Christmas Future“. ის ცნობილ სადღესასწაულო სიმღერებს მოიცავს, რომელშიც მომღერალს პარტნიორობას ცნობილი არტისტები გაუწევენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები