ჟურნალმა People მომღერალი პინკი ყველაზე ლამაზ ქალად დაასახელა და მისი ფოტო გამოცემის ახალი ნომრის გარეკანზე გამოსახა.
თუმცა როგორც აღმოჩნდა, თავად ვარსკვლავი სკეპტიკურად უყურებს თავის ახალ წოდებას: „მე თავს უფრო ლამაზად ვგრძნობ და გადავწყვიტე, რომ ამ ნომრის გამოსვლიდან ერთი კვირა თვალებში არავინ უნდა მიყუროს“,- იხუმრა პინკმა ელენ დეჯენერისის შოუში, როდესაც წამყვანმა ამ თემაზე კითხვა დაუსვა.
38 წლის მომღერალმა აღიარა, რომ როდესაც გაიგო, რომ ის „წლის ყველაზე ლამაზ ქალად“ დაასახელეს, ამაზე ბევრი იცინა.