გამოცემა The Daily Mail-ი აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ იტალიური კომპანია Safilo ჭკვიანი სათვალის გამოშვებას გეგმავს, რომელიც ადამიანის განწყობას აღიქვამს. ასევე ირკვევა, რომ მწარმოებელი აპირებს როგორც უბრალო შუშის, ასევე მზის სხივებისგან დამცავი ვერსიის გამოშვებას. დივაისის ოფიციალური პრეზენტაცია 2017 წლის იანვარში, სპეციალურ გამოფენას Consumer Electronics Show-ზე შედგება. ღონისძიება ლას-ვეგასში გაიმართება.
ჭკვიანი სათვალე ჩვეულებრივის მსგავსია, ყოველგვარი დამატებითი კამერებისა და დისფლეის გარეშე, სამაგიეროდ, ჩარჩოში ჩამონტაჟებულია 5 სენსორი, რომელსაც შეუძლია აღიქვას ადამიანის თავის ტვინის ნებისმიერი სახის სიგნალი.
მიღებული მონაცემების მიხედვით, მოწყობილობა ინფორმაციას სპეციალურ აპლიკაციაში ინახავს, რომელიც ადამიანის განწყობის ცვალებადობის მიზეზებს ადგენს და აღნიშნულ ფაქტორებს აკვირდება.
სათვალე სულ რაღაც 36 გრამს იწონის, ხოლო ბატარეების ბოლომდე დამუხტვის შემთხვევაში, სრული დატვირთვით ენერგომოხმარების პირობებში, იგი 1 კვირის მანძილზე იმუშავებს.
გაჯეტი სმარტფონებს Bluethooth ტექნოლოგიით უკავშირდება.