LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,საკმარისად ბევრი ,,ბრმა პაემანი” მქონდა” – ნაომი გავრცელებულ ჭორებს პასუხობს

332
10703874-0-image-a-10_1551972833820

ბოლო დროს, ნაომი კემპბელის სახელი თითქმის ყველა წამყვანი მედია გამოცემის გარეკანს ამშვენებს. ამის მიზეზი არა მხოლოდ ,,შავი პანტერას” გრაციოზული ლუქები, არამედ მასთან დაკავშირებული რომანებია.

იმ ფონზე, როცა ინგლისელ სუპერმოდელს ერთდროულად ორ მამაკაცთან, ლიამ პეინთან და ამჯერად უკვე დრეიკთან ურთიერთობას მიაწერენ, 48 წლის პოდიუმის ლეგენდა გავრცელებულ ჭორებს პასუხობს.

,,არასდროს ვაკეთებ კომენტარს პირადი ცხოვრების შესახებ. სისულელედ მიმაჩნია, დღეს ერთზე, ხვალ კი მეორეზე საუბარი. მე უბრალოდ ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ”, – განაცხადა კემპბელმა ჯონატან როსის შოუში სტუმრობისას.

შეკითხვაზე, არის თუ არა მისი გული დაკავებული, ნაომიმ ღიმილით უპასუხა, რომ საკმარისად ბევრი ,,ბრმა პაემანი” ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ნაომი კემპბელი გათხოვილი არ ყოფილა. მას  უამრავ ცნობილ სახესთან რომანს მიაწერენ, თუმცა როგორც ჩანს სერიოზული მისთვის არც ერთი აღმოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები