LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საუკეთესო ჰოლივუდური წყვილი“ – ჯეი ლო და ალექს როდრიგესი დაუღალავად ვარჯიშობენ

155
safe-image

50 წლის ჯეი ლო და 44 წლის ალექს როდრიგესი ჯანსაღი ცხოვრებით რომ ცხოვრობენ და ფიზიკურ აქტივობებს დიდ დროს უთმობენ, საზოგადოებისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს.

დიდი ეზო, მზიანი ამინდი, სასიამოვნო გარემო და ლუდი – ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი დაუღალავად ვარჯიშობენ. წყვილმა ფოტო/ვიდეო მასალა „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა.

ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ ატარებს დროს ოჯახი სუფთა ჰაერზე. უნდა აღინიშნოს, რომ ლოპესი როგორც ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია, მას შავი ტოპი და ჯინსის შორტი აცვია, ალექსმა კი ვარჯიში  გრძელმკლავებიან, თეთრ სპორტულ ტანისამოსში გადაწყვიტა.

ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გამომწერები წყვილის აქტივობებით აღფრთოვანებულია.

„საუკეთესო ჰოლივუდური წყვილი“, – წერენ კომენტარებში

https://www.instagram.com/p/CCTVkQAn0d0/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები