ჯეი ლოსთან ოჯახური დრამის ფონზე, ბენ აფლეკი კვლავ ეულად გამოჩნდა. 51 წლის ოსკაროსანი მსახიობი საყიდლებზე იმყოფებოდა და ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი ფოტო უმოკლეს დროში ინტერნეტსივრცეში ყველაზე განხილვად თემად იქცეოდა.
ამ დღეს, ბენი შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ საზოგადოების მახვილ თვალს არ გამოჰპარვია, რომ მას შარვლზე ელვის შეკვრა დაავიწყდა. ბუნებრივია ბენის უახლეს ფოტოს უამრავი სახალისო კომენტარი მოჰყვა.
„როცა ცოლი აღარ გივლის“, „ქალის ხელი მოაკლდა“, „ალბათ ისევ მთვრალია“, – არ წყდება კომენტარები.
დილიდან ალკოჰოლი და მრისხანე მზერა პაპარაცებს – ბენ აფლეკი კვლავ ჯეი ლოს გარეშე გამოჩნდა
ჯეი ლოსთან უთანხმოების ფონზე, დასტრესილ ბენ აფლეკს „გული ხელით უჭირავს“