LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი ლოსთან უთანხმოების ფონზე, დასტრესილ ბენ აფლეკს „გული ხელით უჭირავს“

1155
page

ბენ აფლეკი ჯეი ლოსთან შესაძლო განქორწინების შესახებ გავრცელებული ჭორების შემდეგ, ბრენტვუდში გამოჩნდა. 51 წლის მსახიობი 12 წლის შვილთან, სემულეთან ერთად სეირნობდა. აღსანიშნავია, რომ ოსკაროსანი მსახიობი არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდა. მას გადაღლა და სტრესი ეტყობოდა.

ცნობისთვის, გასულ კვირას  ჯეი ლო მეხიკოში გაემგზავრა, ის თავისი ახალი ფილმის, „ატლასის“ პრემიერაზე კვლავ მარტო, მეუღლის გარეშე მივიდა. არტისტსა და მსახიობს ინტერვიუში პირდაპირ დაუსვეს შეკითხვა მეუღლესთან განქორწინების შესახებ გავრცელებული ჭორებზე. ჯეი ლომ ეს ფაქტი არც დაადასტურა, თუმცა არც უარყო. ნიშანდობლივი იყო მისი რეაქცია, არტისტი შეკითხვამ დააბნია და საოცრად დაძაბა.

პირველი შეკითხვა ბენ აფლეკთან განშორების შესახებ და ჯეი ლოს რეაქცია – უახლესი ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

„ჯენიფერები შიშობენ, რომ ბენი ისევ გალოთდება“ – როგორ ეხმარება ჯენიფერ გარნერი ბენ აფლეკს ჯეი ლოსთან 2 წლიანი ქორწინების გადარჩენაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები