LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელენა გომესმა ახალი კოლაბორაცია საინტერესო ფოტოთი დააანონსა

102
37828

სელენა გომესმა ,,ინსტაგრამის” ისტორიაში დამაინტრიგებელი ფოტო ატვირთა, რომელზეც ოთხი ხალათი ჩანს. ხალათებს ზურგის მხარეს სელენა, ბლანკო, ბალვინი და ტაინი აწერიათ.

მარტივი მისახვედრია, რომ ინიციალები 26 წლის შემსრულებელთან ერთად, ბენი ბლანკოს, ჯეი ბალვინსა და ტაინიზე მიანიშნებს, რის გამოც ინტერნეტმომხმარებლებმა ჩათვალეს, რომ ამერიკელი მომღერალი მათთან კოლაბორაციაზე მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში იგივე ფოტოები ტრიომაც გააზიარა, რაც ახალგაზრდა ვარსკვლავის თაყვანისმცემელთა არმიას არ გამოჰპარვია. მეტიც, სელენა ,,ინსტაგრამზე” კოლეგების მიმდევარი გახდა და სამივე ფოტო ,,დაალაიქა”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები