LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიყვარული ბრმაა“, „ეს ნამდვილი სიყვარულია“ – სელენა გომესისა და მისი ახალი შეყვარებულის ფოტოებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო

351
page

სელენა გომესი და მისი შეყვარებული, ბენი ბლანკო ლოს-ანჯლესეში, საკალათბურთო თამაშის დროს გადაიღეს. წყვილის თბილმა ფოტოებმა დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა. სელენა და ბენი ჩახუტებულები ისხდნენ, ბლანკო მას ხელზე კოცნიდა.

ფოტოების გავრცელების შემდეგ ინტერნეტსივრცეში უამრავი კომენტარი იწერება.

„სიყვარული ბრმაა“, „უსაყვარლესი წყვილია“, „ეს ნამდვილი სიყვარულია“, – წერენ კომენტარებში.

შეგახსენებთ, მათ რომანს თავიდანვე ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, ბევრი სელენას კომენტარებში ბენის ვიზუალზე ამახვილებს ყურადღება, რაზეც სელენამ მათ სიტყვებით, – „ვწუხვარ თქვენ გამო“ უპასუხა.

„ვწუხვარ თქვენ გამო“ – სელენა გომესი ბენი ბლანკოს ხვდება

ცნობისთვის, გომესი მუსიკალური კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა. არტისტმა ერთ-ერთ პოდკასტში განაცხადა, რომ მხოლოდ ერთი ალბომი დარჩა გამოსაშვები.

„ერთი ალბომიღაა დარჩენილი“ – სელენა გომესი გვემშვიდობება?

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები