სელენა გომესის შეყვარებული, პროდიუსერი ბენი ბლანკო აცხადებს, რომ არ უყვარს ხშირად ბანაობა.
„არ მიყვარს ხშირად ბანაობა, ბანაობის დროს სხეულზე კანის დამცავი ფენა ზიანდება, თანაც მე მინდა, მამაკაცის სურნელი მქონდეს“, – აცხადებს 36 წლის ბლანკო.
ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სელენა გომესი საყვარელი მამაკაცის გარეგნობის გამო არაერთხელ გამხდარა ბულინგის მსხვერპლი, ბლანკო People-მა წლის სექსუალური მამაკაცების სიაში განათავსა
„მე საკუთარ თავში მუდამ დარწმუნებული ვიყავი. დედა სულ მეუბნებოდა, რომ საუკეთესო ვიყავი… მე და სელენას ადრე გაღვიძება გვიყვარს, მაშინ ვიწყებთ დღეს, როცა მთელ მსოფლიოს ჯერ კიდევ სძინავს. ეს ჩემთვის საუკეთესო დროა. ძალიან ბედნიერი ვარ, სელენა ჩემი საუკეთესო მეგობარია, ის არის ადამიანი, რომელსაც შემიძლია ყველაფერი ვუთხრა და გავუზიარო“, – აცხადებს ბლანკო.
„ჯასტინ ბიბერის შემდეგ, სელენა გომესმა ჭეშმარიტი სიყვარული იპოვა“ – შეყვარებულების უთბილესი ფოტოები