LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელენა გომესმა ბენი ბლანკოს ნაჩუქარი ბრილიანტის ბეჭედი 12 ევროდ გაყიდა

538
page

სელენა გომესმა გაყიდა ბეჭედი, რომელიც მას ურთიერთობის დასაწყისში საქმრომ, ბენი ბლანკომ აჩუქა. ფასი გაგაოცებთ, 32 წლის არტისტმა და მსახიობმა Jacquie Aiche-ის ბრილიანტის ბეჭედი სულ რაღაც 12 დოლარად გაყიდა.

აღნიშნული ქმედება გომესის ახალი ალბომის პრომოუშენითაა განპირობებული. თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადაირიცხა.

შეგახსენებთ, სელენა გომესისა და ბენი ბლანკოს კოლაბორაციული სტუდიური ალბომის, I Said I Love You First რელიზი 21 მარტს შედგება. მისი პროდიუსერები, თავად ბლანკო და აგრეთვე ფინეასი არიან. დისკის პრომოუშენისთვის ვარსკვლავურმა წყვილმა ბალადა –Scared of Loving You წარადგინა.

სელენა გომესმა და ბენი ბლანკომ უზარმაზარი სახლი შეიძინეს – ნახეთ წყვილის „სასიყვარულო ბუდე“

„მარადიულობა იწყება ახლა“ – სელენა გომესი დაინიშნა

სელენა გომესი და გრეისი აბრამსი ერთობლივ სიმღერას გამოუშვებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები