პირს ბროსნანისა და კილი შეის სიყვარულზე მითები დადის, წყვილს 29 წლიანი ურთიერთობა აკავშირებს და ისინი არასდროს გახვეულან რაიმე სკანდალში. 49 წლის პირის და 59 წლის კილი ბევრს მოგზაურობენ და ამჯერად იტალიაში, კომოს ტბაზე იმყოფებიან და შემოდგომით ტკბებიან.
ისინი მაშინ გადაიღეს, როდესაც პრესტიჟული სასტუმროს, Mandarin Oriental ეზოში სუფთა ჰაერზე ფინჯან ყავას მიირთმევდნენ და ფოტოების გადაღებით იყვნენ გართულნი.
„ჯეიმს ბონდის“ ვარსკვლავს შავი ქურთუკი ეცვა, კილის კი თეთრი სვიტერი და შავი მანტო ამშვენებდა.
,,ჯეიმს ბონდი” საყვარელ ქალთან ერთად – პირს ბროსნანი მეუღლესთან ერთად ნიუ-ორკში გამოჩნდა