LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც კილი მიყურებს, მუხლები მეკვეთება“ – პირს ბროსნანის და კილი შეის მარადიული სიყვარულის აღმაფრთოვანებელი ისტორია

1460
page

პირს ბროსნანისა და კილი შეის წყვილი ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო და მყარი წყვილია ჰოლივუდის ისტორიაში. მათ 27 წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ და ორი შვილი ჰყავთ. პირსი ახლა 68 წლისაა, კილი 58 წლის, ისინი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურები არიან, ხშირად ავრცელებენ ფოტოებს და არც ერთმანეთის მიმართ წრფელი გრძნობების გამოხატვას ერიდებიან.

მათ უკვე 20 და 25 წლის ვაჟები ჰყავთ, ამიტომ შესანიშნავად ახერხებენ პირად ცხოვრებას დაუთმონ დიდი დრო. წყვილი ბევრს მოგზაურობს, მათი ნიუ-იორკის ქუჩებში ხილვაც არ წარმოადგენს იშვიათობას და რაც ყველაზე მთავარია, მრავალწლიანი თანაცხოვრების მიუხედავად, მათ შორის სიყვარულისა და ვნების  ნაპერწკალი არ გამქრალა.

„ჩემი სიყვარული შენს მიმართ გამუდმებით იზრდება“ – პირს ბროსნანი მეუღლეს ქორწინების 20 წლის იუბილეს ემოციურად ულოცავს 

აღსანიშნავია, რომ პირსს საკმაოდ ტრაგიკული ცხოვრების გამოვლა მოუწია,  პირველი მეუღლე სიმსივნით დაეღუპა, შემდეგ კი დიდი ხანი მარტო იყო, თუმცა მის მარტოობას საბოლოოდ ბოლო მოეღო, მან კილი შეი გაიცნო. როგორც ინტერვიუდან ხდება ცნობილი,  პირველ პაემანზე პირსმა და შეიმ დილის სამ საათამდე ისაუბრეს და მალევე ერთმანეთს სიყვარულშიც გამოუტყდნენ.

„სადაც არ უნდა წავსულიყავი, ყველგან მენატრებოდა, გასტროლებზე ყოფნისას ბილეთებს ვუგზავნიდი, რათა ჩემთან ჩამოსულიყო. იმ დროს, როდესაც ძალიან მიჭირდა, სულ გვერდში მედგა და მახალისებდა. ახლაც, როდესაც კილი მიყურებს, მუხლებში სისუსტეს ვგრძნობ“, – აცხადებს პირსი.

„ეს ნახატი შენ ჩემგან, კიდევ ერთი პროცესშია“ – პირს ბროსნანმა მეუღლეს დაბადების დღეზე ნახატი დაუხატა 

„დიდი მადლობა თითოეული დღისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ“, – პირს ბროსნანმა მეუღლეს 67 წლის იუბილე მიულოცა 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები