ჰოლივუდის ვარსკვლავი პირს ბროსნანი და მისი მეუღლე, კილი შეი ბევერლი ჰილსზე რომანტიკულ საღამოზე მიმავალი დააფიქსირეს. წყვილი ცნობილ რესტორან E. Baldi-თან შესანიშნავ განწყობაზე იყო.
„ჯეიმს ბონდის“ 73 წლის ვარსკვლავმა ელეგანტური თეთრი პერანგი და შავი შარვალი მოირგო, 63 წლის კილი კი პაემანზე თეთრი კაბითა ყვითელი კარდიგანითა მივიდა.
ფოტოების გავრცელების შემდეგ ბროსნანის საყვარელმა ქალმა კრიტიკული კომენტარები დაიმსახურა.
„ხომ შეიძლება თავს მიხედოს, როდესაც ასეთი მამაკაცი ჰყავს გვერდით“, „ასე როგორ არის ეს ქალი შეცვლილი“, „ადრე რა კარგ ფორმაში იყო“, – არ წყდება კომენტარები.
– 45 კგ. – პირს ბროსნანის მეუღლე, კილი შეი შეუდარებლად გამოყურება
პირსისა და კილის სიყვარულის ისტორია უკვე 30 წელზე მეტს ითვლის. ისინი 1994 წელს მექსიკაში შეხვდნენ, ხოლო ერთი წლის შემდეგ ლონდონში პირველად გამოჩნდნენ ერთად წითელ ხალიჩაზე.
ისინი ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ და სამაგალითო წყვილად ითვლება ჰოლივუდში. მიუხედავად იმისა, რომ ბროსნანი კილიმდე ორჯერ იყო დაქორწინებული, 70 წლის მსახიობი ამბობს, რომ ნამდვილი სიყვარული სწორედ 2001 წელს იპოვა, როცა კილი შეი სიმიტი გაიცნო.
ბონდების ბონდი! – 72 წლის პირს ბროსნანი წლის მამაკაცია
