ბოლო პერიოდში, ჯორჯიანა როდრიგესის მიმართ საზოგადოების ინტერესმა იმატა. ის საყვარელ მამაკაცს, კრიშტიანო რონალდოს საცხოვრებლად საუდის არაბეთში გაჰყვა. ის ფეხბურთელს ნებისმიერ საკითხში მხარში უდგას.
27 წლის ჯორჯიანა აქტიურად ადევნებს თვალს რონალდოს თამაშებს. ამჯერად მორიგი ფოტოები გავრცელდა, სადაც როდრიგესი ტრიბუნებზე დგას. ის საოცრად გამოიყურება. მას სხეულზე მომდგარი შავი კაბა და სალათისფერი მოსასხამი აცვია, მის „ლუქს“ მასიური, ბრილიანტის სამკაულები ასრულებს.
„შეხედეთ მის ბრილიანტებს“, „საოცრად გამოიყურება“, „რონალდოს პირველი ქომაგი“, – წერენ კომენტარებში.
„შენზე შეყვარებული ვარ“ – როგორ მიულოცა ჯორჯიანა როდრიგესმა რონალდოს დაბადების დღე
დაბადების დღე საუდის არაბეთში – ასე აღნიშნა ჯორჯიან როდრიგესმა 29-ე იუბილე