LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენთვის ყველაფერს გავაკეთებ“ – „მოცეკვავე მილიონერი“ მეუღლეს პიცას თავად უცხობს

816
page

ოქტომბრის ბოლოს „მოცეკვავე მილიონერი“ ჯანლუკა ვაკი და მისი რჩეული, 25 წლის შერონ ფონსეკა მშობლები გახდნენ. წყვილს ქალიშვილი, ბლუ იერუსალიმი შეეძინათ. ჯანლუკა თავის „ინსტაგრამ“ გამომწერებს საკმაოდ ხშირად ანებივრებს მეუღლისა და ქალიშვილის ფოტოებით. ამჯერად იტალიელმა მილიონერმა ვიდეო გაავრცელა, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ უკეთებს მეუღლეს პიცას და პარალელურად ცეკვავს. ვიდეოს უკვე მილიონზე მეტი მოწონება აქვს.

„შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, პიცასაც კი, ოღონდ მის გემოში დარწმუნებული არ ვარ“, – წერს ჯანლუკა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Gianluca Vacchi (@gianlucavacchi)

შეგახსენებთ, გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ ვარსკვლავური წყვილის ქალიშვილი  თანდაყოლილი პათოლოგიით, ეგრეთ წოდებული „მგლის ხახით“ დაიბადა და მას მალე ოპერაცია ჩაუტარდება.

ჩვენი გოგონა „მგლის ხახით“ დაიბადა - ჯანლუკა ვაკი შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს

ოქტომბრის ბოლოს „მოცეკვავე მილიონერი“ ჯანლუკა ვაკი და მისი რჩეული, 25 წლის შერონ ფონსეკა მშობლები გახდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები