ჯანლუკა ვაკი წლინახევრის ქალიშვილის, ბლუ იერუსალიმის ვიდეოს ავრცელებს, როგორც ჩანს, პატარა გოგონა მშობლებს ჰგავს, ცეკვა საოცრად მოსწონს და ნიჭიც აქვს. „ინსტაგრამ“-ვიდეოში ბლუ-იერუსალიმი მამასთან ერთად მხიარულ სიმღერაზე ოსტატურად ცეკვავს. ვიდეოს თან მოსიყვარულე მამის ემოციური სიტყვები ახლავს.
„სიტყვები არ მყოფნის ავხსნა, როგორ მიყვარხარ, შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, შენთვის ცეცხლში შევარდები და სისხლის ბოლო წვეთს გავიღებ, მე შენ მიყვარხარ ჩემო პრინცესა“, – წერს ვაკი.
ნახეთ როგორ გაიზარდა „მოცეკვავე მილიონერის“ ქალიშვილი – ჯანლუკა ვაკი სახალისო ვიდეოს ავრცელებს
ვიდეო: „როცა პამპერსია გამოსაცვლელი“ – ჯანლუკა ვაკის ტიკ-ტოკ ვიდეოებს მისი ქალიშვილიც შეუერთდა
შეგახსენებთ, ბლუ იერუსალიმი რთული გენეტიკური პათოლოგიით, „მგლის ხახის“ დიაგნოზით დაიბადა. რამდენიმე თვის წინ მას ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.