„მოცეკვავე მილიონერი“, ჯანლუკა ვაკი და მისი რჩეული, შერონ ფონსეკა „ინსტაგრამზე“ გულშემატკივრებს ფოტოებით ხშირად ანებივრებენ. ამჯერად წყვილმა აუზში გართობის ამსახველი ფოტოები და ვიდეო გაავრცელა.
ჯალუკა ვაკი თავის 7 თვის ქალიშვილთან, ბლუ იერუსალიმთან აუზში ნებივრობს. გოგონა უკვე გაიზარდა და როგორც ჩანს მისი ჯანმრთელობის პრობლემები მოგვარებულია.
„შენი პირველი კონტაქტი აუზთან, ის მე მგავს, მე შენ უფრო და უფრო მიყვარდები“, – ასე დაასათაურა მზრუნველმა მამამ ვიდეო.
შეგახსენებთ, ბლუ იერუსალიმი რთული გენეტიკური პათოლოგიით, „მგლის ხახის“დიაგნოზით დაიბადა. რამდენიმე თვის წინ მას ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.