ჩინეთის ტექნოლოგიურ უნისვერსიტეტში ჩატარებული კვლევის საფუძველზე 96 პოპულარული სიმღერა გამოვლინდა. პოპ-მუსიკისდან-აგრესიულ როკამდე-ზოგი მათგანი ავარიის რისკს ზრდის, ზოგიერთი კი მშვიდ, უსაფრთხო მგზავრობას უწყობს ხელს.
„მძღოლები, რომლებიც საჭესთან აგრესიულ როკ-მუსიკას ხმამაღლა უსმენენ, ავარიაში უფრო ხშირად ხვდებიან“-აცხადებენ მკვლევარები
რაც შეეხება უშუალოდ კვლევას, მძღოლებს სპეციალურად შერჩეული ფლეილისტი შესთავაზეს და მართვის პროცესს დააკვირდნენ, აღმოჩნდა, რომ კომპოზიცია, რომლის რიტმიც წუთში 120 დარტყმისგან შედგებოდა, მართვის პროცესზე ნეგატიურად აისახებოდა, ხოლო მელოდია, რომლის რიტმიც წუთში 70 დარტყმას შეადგენდა, მძღოლის განწობასა და მართვის ხარისხზე უფრო დადებით გავლენას ახდენდა.
“ფორტუნა პლუსი” ტოპ-10 სიმღერას გთავაზობთ, რომლებიც ავტომობილის მართვისას ავარიის რისკს ზრდის და ასევე იმ სიმღერებს, რომლებიც უსაფრთხო გადაადგილებას უწყობს ხელს.
როგორც აღმოჩნდა, ამერიკული პანკ/როკ-ბენდის Green Day-ის 2004 წელს გამოსული, გრემის ჯილდოს მფლობელი, საუკეთესო როკ-კომპოზიციად აღიარებული “American Idiot”– საჭესთან მოსასმენად ყველაზე სახიფათო სიმღერაა.
TOP-5 სიმღერა, რომელიც ავარიის რისკს ზრდის ❗⛔ ?
Green Day – American Idiot
Miley Cyrus – Party In The U.S.A.
The Killers – Mr. Brightside
The Chainsmokers – Don’t Let Me Down ft. Daya
Bruce Springsteen – Born to Run
TOP-5 სიმღერა, რომლის მოსმენაც საჭესთან უსაფრთხოა ✔ ? ?
Led Zeppelin – Stairway to Heaven
Red Hot Chili Peppers – Under The Bridge
Drake – God’s Plan
Toto – Africa
Khalid – Location