„ნეტფლიქსის“ ყველაზე პოპულარული კორეული სერიალის მეორე სეზონის გამოსვლა ოფიციალურად დადასტურდა. ამის შესახებ სერიალის რეჟისორმა ტონ-ჰეკ ჰვანიმ გამოცემა AP Entertainment-თან ინტერვიუში დაადასტურა.
„დიდი მოთხოვნა და სიყვარული გამოხატეთ მეორე სეზონის მიმართ. ასე რომ სხვა გზას არ გვიტოვებთ, ვიტყვი, რომ მეორე სეზონი ნამდვილად იქნება. მასზე ახლა ვფიქრობ. კონკრეტულად როგორ განვითარდება მოვლენები მეორე სეზონში, ჯერჯერობით არ ვიცი, თუმცა გი-ჰუნი (456-ე მოთამაშე) დაბრუნდება და ის დიდ რაღაცას გააკეთებს!“ – ამბობს რეჟისორი.
ცნობისთვის, „კალმარის თამაში“ მოგვითხრობს 456 ადამიანის შესახებ, რომლებსაც ერთი რამ აერთიანებთ, ყველა მათგანს უზარმაზარი ვალი აქვს, რისი გადახდაც არ შეუძლია. მათ სთავაზობენ მონაწილეობა მიიღონ საბავშვო თამაშებში, სადაც უზარმაზარი ფულადი პრიზის მოგების შანსი ექნებათ.
უცნობი ფაქტები „კალმარის თამაშზე“ Squid Game – „ნეტფლიქსის“ კორეული ჰიტი მსოფლიოს იპყრობს
COMEBACK SQUID: Hwang Dong-hyuk, the director, creator, writer of #SquidGame says the show will be back with more Gi-hun adventures. pic.twitter.com/uqC1DIdZqy
— AP Entertainment (@APEntertainment) November 9, 2021