LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიკ ტოკი თინეიჯერებს დროის ლიმიტს უწესებს

140
page

ტიკ ტოკი თინეიჯერებს დროის ლიმიტს უწესებს. ახალი წესდების მიხედვით, 18 წლამდე პირები აპლიკაციით სარგებლობას დღეში მხოლოდ 60-წუთით შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმაზე დასარეგისტრირებლად მომხმარებელი მინიმუმ 13 წლის მაინც უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუკი თინეიჯერი ლიმიტს გადააჭარბებს, ყურების გასაგრძელებლად აპლიკაცია კოდის შეყვანას მოითხოვს.

13 წელს მიუღწეველი მომხმარებლების შემთხვევაში, რომლებიც პლატფორმას იყენებენ, მშობლებს „პასკოდის“ შეყვანა მოუწევთ, რათა ბავშვებმა ყურების გაგრძელება 30 წუთით შეძლონ.

ცნობისთვის, კვირაში ერთხელ ეკრანთან გატარებული დროის მოხსენება გაიგზავნება. იმ მოზარდებს, რომლებიც აპლიკაციაში 100 წუთზე მეტს გაატარებენ, ტიკ ტოკი დღიური ლიმიტის დაწესებას შეახსენებს.

ტექნოლოგიური სიახლეები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები