Futuri RadioGPT, ეს არის მსოფლიოში პირველი AI რადიო კონტენტი. ის აერთიანებს GPT-3 ტექნოლოგიას, Futuri-ის AI ამბის აღმოჩენისა და სოციალური კონტენტის სისტემას.
RadioGPT ასკანერებს „ფეისბუკის“, „ტვიტერისა“ და „ინსტაგრამის“ და 250 000-ზე მეტი სხვა ახალი ამბისა თუ ინფორმაციის წყაროს, რათა დაადგინოს, რომელი თემებია აქტუალური ბაზარზე, შემდეგ კი იყენებს GPT-3 ტექნოლოგიას, რათა შექმნას ისეთი სკრიპტი, რომელსაც AI აუდიოდ გადააქცევს.
მეტიც, პროგრამას შეუძლია ციფრული პლატფორმებისთვის შექმნას პოსტები, ბლოგები და სხვა კონტენტი, რომელიც რადიო კონტენტს რეალურ დროში უკავშირდება.