LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუკი შაკირა 13 მილიონ ფუნტს არ გადაიხდის, მას პატიმრობა ემუქრება

7626
Untitledfffff

უკანასკნელი პერიოდი კოლუმბიელი პოპ-ვარსკვლავ შაკირასთვის არც თუ ისე მარტივია. 2020 წელი კორონავირუსის პანდემიის გამო მისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა.  მომღერალმა ყველა თავის სიმღერაზე საავტორო უფლება გაყიდა, მან ფონდს Hipgnosis Songs 145 სიმღერაზე საავტორო უფლება მიჰყიდა. მათ შორის ისეთი ჰიტებია, როგორიცაა Whenever, Wherever, Hips Don’t Lie და „ფიფას“ 2010 წლის ოფიციალური ჰიმნი Waka Waka.

გაბანკროტებულმა შაკირამ ყველა თავისი სიმღერა გაყიდა

როგორც ჩანს, კრიზისული პერიოდი გრძელდება. სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ თუკი 44 წლის ვარსკვლავი დავალიანებას არ გადაიხდის, მას პატიმრობა ემუქრება. როგორც ირკვევა, შაკირას 2012, 2013 და 2014 წლებში ესპანური საგადასახადო სამსახურისთვის საშემოსავლო არ გადაუხდია, მას საკმაოდ სოლიდური ვალი აქვს. მალე მომღერალი იძულებული იქნება სასამართლოს წინაშე წარდგეს. მან 13 მილიონ ფუნტის სტერლინგი უნდა გადაიხადოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები