თვითიზოლაციის პერიოდში, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმიანობა ტელევიზიით საყვარელი შოუების ყურებაა, თუმცა, როგორც ჩანს, შეიძლება გარკვეული  ცვლილება მათაც შეეხოთ. მაგალითად, ელენ დეჯენერესი და ჯიმი ფელონი შოუებს კორონავირუსის გამო მაყურებლების გარეშე ჩაწერენ, გაუქმდა ჯეიმს კორდენის „გვიანი შოუ“ და ყველასათვის საყვარელი „კარაოკე ტაქსი“.

ცნობილი შოუს წამყვანებს სხვა გამოსავალი აღარ რჩებათ, ისინი მზად არიან, ახალ რეჟიმზე გადაეწყონ.

სულ ცოტა ხნის წინ, ჯეიმს კორდენმა განაცხადა, რომ ახალ, ონლაინ გადაცემას Homefest: James Corden’s Late Late Show Special გააკეთებს. ის ისეთ არტისტებს კრებს როგორებიც არიან:  ბილი აილიში და ჯონ ლეჯენდი ლოს-ანჯელესიდან, დუა ლიპა, ლონდონიდან და ანდრეა ბოჩერლი იტალიიდან.

პირადპირ ჯეიმს კორდენის აფტოფარეხიდან „ტაქსი კარაოკეც“ გაიმართება, როგორც ჩანს წინ საოცარი სანახაობა გველის.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05