LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „კორონა აერთიანებს“ – რობი უილიამსი და Take That ერთობლივ საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ

134
rexfeatures-206935e-trans-NvBQzQNjv4Bqeo-i-u9APj8RuoebjoAHt0k9u7HhRJvuo-ZLenGRumA

ჩვენ უკვე უამრავი საინტერესო ონლაინ კონცერტი ვიხილეთ. კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ვარსკვლავები გააერთიანა და მათ საზოგადოებას დაუვიწყარი პერფორმანსები შესთავაზეს.

ვიდეო: პირველი ონლაინ საქველმოქმედი კონცერტი მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით

მომღერლები მაყურებლებს თვიანთი სახლებიდან ჩაერთვნენ და ცნობილი კომპოზიციები შეასრულეს

ახლა ცნობილი ხდება, რომ რობი უილიამსი და ჯგუფი Take That კვლავ გაერთიანდებიან და საქველმოქმედო ონლაინ კონცერტს გამართავენ.

ამის შესახებ რობი უილიამსმა „ინსტაგრამის“ საშუალებით განაცხადა. კონცერტიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციებს, Nordoff Robbins და Crew Nation-ს გადაეცემა. კონცერტი „იუთუბზე“, 30 მაისს, 23:00 საათზე გაიმართება.

https://www.instagram.com/p/CAVAWaVJZUh/?utm_source=ig_embed

შეგახსენებთ, რობი უილიამსის კარიერა სწორედ Take That-ში დაიწყო, 1995 წელს მან ჯგუფი დატოვა და სოლო კარიერა დაიწყო, მიუხედავად გარკვეული უთანხმოებებისა, 2011 წელს რობი ჯგუფში კვლავ დაბრუნდა და ალბომ Progress-ის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები