უკვე თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბრედ პიტი და ტომ უესლის ექს-მეუღლე, ინეს დე რამონი ერთად პირველად გადაიღეს. ბოლო რამდენიმე თვეა წყვილი ერთად აღარ დაუფიქსირებიათ, ამიტომ ყველა ფიქრობდა, რომ მათი რომანი დასრულდა.
თუმცა არა, როგორც ჩანს, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცი დე რამონთან თავს საოცრად ბედნიერად და კომფორტულად გრძნობს.
ამჯერად პაპარაცებმა წყვილი U2-ს კონცერტზე გადაიღეს, ინეს დე რამონი მუსიკის მოსმენის დროს ენერგიულად ცეკვავდა, გვერდს კი ბრედი უმშვენებდა.
დე რამონს შავი, საკმაოდ თამამი ტოპი ეცვა, პიტი კი კრემისფერ პიჯაკში იყო გამოწობილი, მის „ლუქს“ პანამა ასრულებდა.