LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიჭს ველოდებით და ჯერის ვარქმევთ“ – ილო ბეროშვილი და ანი ბებია სტუმრად „ვიზიტორში“

29
bebia-beroshvili

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ილო ბეროშვილი და ანი ბებია, რომლებმაც გაიხსენეს თვითიზოლაციის პერიოდი, ისაუბრეს ურთიერთობებსა და მომავალი შვილის სქესიც გაამხილეს.

ილო, როგორ გაატარე თვითიზოლაციის პერიოდი, როგორც ვხედავ წვერები მოგიშვია…

დიახ, ჩემმა ცოლმა გადაწყვიტა, რომ მიხდება, თანაც სალონების პრობლემა იყო, 38 წლის ასაკში აღმოვაჩინე, რომ თურმე, ხუჭუჭა ვყოფილვარ.

ბევრი ადამიანი დაზარალდა, მათ შორის მეც, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ძალიან წამადგა, მართლაც, რასაც ჰქვია დასვენება, დავისვენე. დიდი ხანი გავატარე ბუნებაში, მე და ანიმ ერთმანეთს დიდი დრო დავუთმეთ. რაღაც პერიოდი სოფელშიც ჩავრჩი, ვერ ჩამოვდიოდი ქალაქში.

რაიმე ახალი ნიჭი ხომ ვერ აღმოაჩინე საკუთარ თავში?

ძალიან მაგარი ნიჭი აღმოვაჩინე საკუთარ თავში, თურმე მოსმენა შემიძლია, ჩემი ახალი ნიჭი არის მოსმენა და სიმშვიდე. ასევე კულინარიის ნიჭი აღმომაჩნდა, ძალიან კარგი რამე ყოფილა, „იუთუბზე“ ვუყურებ ხოლმე ნაციონალურ კერძების რეცეპტებს და ვაკეთებ სხვადასხვა საჭმელს.

გარეთ გასვლაც მომენატრა, მომენატრა მუშაობა. სახლში ჩვენ უკვე სამნი ვართ, ჩვენ ჩვენს შვილს ველაპარაკებით და ვეფერებით, „სამის“ განცდა ძალიან სასიამოვნოა.

მსმენია ბევრჯერ, რომ ამ თვითიზოლაციის პირობებში უამრავმა წყვილმა ახალი თვისებები აღმოაჩინა ერთმანეთში და ბევრი ოჯახიც დაინგრა. მე და ანის, ჩვენი საქმიაონობიდან გამომდინარე სულ ურთიერთობის დეფიციტი გვქონდა და თვითიზოლაციამ კი ყოველივე ამის კომპენსაცია მოახდინა.

https://www.facebook.com/radiofortunaplus/videos/964728863942843

 

ილო როგორც ვიცი „მთავარზე“ ახალ შოუს იწყებთ, შენ, ნიკა გრიგოლია და ვანიკო თარხნიშვილი…

გადაცემა „სამი მუშკეტერი“ იქნება იუმორისტული ხასიათის, იქნება ძალაინ ბევრი იმპროვიზაცია, სამივეს თავისუფალი ფორმატი გვიყვარს და პროცესით თავად ჩვენც დიდ სიამოვნებას მივიღებთ. რაც შეეხება „გვიან შოუს“, რომლის წამყვანიც ვიყავი, სიმართლე გითხრათ, მას არ ვუყურებ, თუმცა მე მათ წარმატებებს ვუსურვებ, ამიკო ჩოხარიძე ძალიან ნიჭიერი ადამიანია.

ანი, როგორი მეუღლეა ილო?

პრინციპში რაც თქვა, ყველაფერში ვეთანხმები, ახლა ორსულად რომ ვარ, ემოციური გავხდი, უაზრო რაღაცეები მწყინს, ილო კი მიგებს ყველაფერს. შეიძლება ითქვს, რომ ილო იდეალური მეუღლეა. ილოს ორი ქალიშვილი ჰყავს და იდეალური მამაა, ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს შვილსაც ასეთ მამობას გაუწევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები