„ჩემი სიყვარული კორონამ გადადო“ - ნანუკა გულუა

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის” ონლაინ სტუმარია მსახიობი ნანუკა გულუა.

ნანუკა როგორია შენი განწყობა?

გაგიკვირდებათ და ფანტასტიკურ განწყობაზე ვარ. მე უკვე მივეჩვიე ამ მდგომარეობას, სხვა გზა არ არის, უნდა შეეჩვიო ყველაფერს და დადებით განწყობაზე იყო. ვარ შეკრული თმებით, ფრჩხილებმოუწესრიგებელი, შეუღებავი, ღრმა წარსულში დავბრუნდი, როდესაც გაუპრანჭავი ვიყავი, მაგრამ რას იზამ, ყველაფერს ეგუება ადამიანი, მთავარია არავინ მხედავს. ამ სიტუაციაში ვასვენებ თმასაც სახის კანსაც, მთელი სოფლის მეურნეობის პროდუქტები მადევს სახეზე, ახლა წითელი პომადა შენთვის გადავისვი.

ახლა სახლში ვარ, ზუგდიდში, გარეთ სიმწვანეა, ჩემს მონატრებულ დედასთან და ნათესავებთან. ვერ ვიტყვი, რომ სტრესში ვარ, მომწონს ეს მდგომარეობა როგორშიც ვიმყოფები. სულ ვამბობდი, რომ არ მქონდა დრო წიგნების წასაკითხად და სერიალების საყურებლად, არ მქონდა დრო სახეზე ნიღბების გასაკეთებლად და სულ მშურდა გლამურული გოგონების, ეტყობა ისე მოვინდომე, ამიხდა.

საოცრად მენატრებიან ჩემი მეგობრები, როგორც კი აქედან გავალ, აუცილებლად მოვინახულებ. მე მაღაზიაშიც არ დავდივარ და ხუთოსანივით ვასრულებ ყველაფერს.

მენატრება ჩემი საქმე, გადაღებები, ატელიე, მანქანით სიარული, მეგობრებთან გართობა. რაც გადაღებებს შეეხება, სცენარი უკვე დაწერილია და გადაღებებიც უნდა დაიწყოს.

როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, ჩემთვის სიტყვა ,,სახლი“ დავიწყებული ამბავი იქნება, უნდა ვიცხოვრო ქუჩაში, უნდა დავლიო მაგრად, რაც კარგად მოვიქეცი, უკვე მეყო.

რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

აქ საიდან მოგიყვანო მეორე ნახევარი, ხან ბოსტანში ვარ ხან სად, ხან სად, გამომკეტეთ 40 დღე აქ. ჩემი სიყვარული კორონამ გადადო, ამ ფრაზას ვამბობ ხოლმე, როცა მეზობლები მეკითხებიან, რა ხდება შენს პირადშიო.

რას ურჩევ მსმენელს?

ყველაფერი კარგად იქნება, მე თქვენ მიყვარხართ

რეკლამა: 0:05