LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაქვს ასეთი ამოჩემება, ეს არ არის გაპრანჭვა, მაქვს ჯვრისწერის შიში, არ ვიცი რატომ, ალბათ მრევლი გამკიცხავს“ – თათული ედიშერაშვილი სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

22
თათული-ედიშერაშვილი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი, თათული ედიშერაშვილი, რომელმაც გადაცემაში კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

გადაცემის ლაივი LIVE

გავიხსენოთ შენი დიდი პოპულარობის პერიოდი, ის პერიოდი, როდესაც „შუა ქალაქში“ იღებდი მონაწილეობას,

15 წელი გავიდა უკვე, რა ენერგიასაც დებს, ის ენერგია გიბრუნდება, ადამიანების უანგარო სითბოს სახით. მე და ჩემს კოლეგებს გაგვიმართლა მართლა დიდი სიხარული მივიღეთ მაყურებლისგან. შეიძლება ტაიმაუტი ყოფილიყო რომელიმე ჩვენგანისთვის, მაგრამ სიყვარული არ გაჩერებულა. ეს არის დიდი სიხარული და პასუხისმგებლობაც. სულ მოზომილი ხდები და სულ ბრძოლები გაქვს, რომ კარგად შეასრულო დაკისრებული მოვალეობა. ეს იყო 2007 წლის 23 სექტემბერი. როცა „იმედზე“ დაიწყო ეს სერიალი. მე ოჯახის წევრებთან ერთად ვუყურებდი პირველ სერიას და ვერაფერს ვხვდებოდი. მაშინ გამოუცდელი ვიყავი, 26 წლის თათული, თეატრის სცენიდან ტელევიზიაში, კამერებთან მოვხვდი. მე უნდა დამეკაკუნებინა კარზე და მეთქვა ფრაზა, რომელიც შემდგომ მთელმა თბილისმა აიტაცა – „მარიკა ლიფტის ფულს ვაგროვებთ“. ბოლოს ყველას ეგონა, რომ სახლშიც ასე ვიქცეოდი, მეზობლების სახლიდან გამომქონდა ნივთები, ეგონათ, რომ ქმარს ასე ვეჩხუბებოდი, არც ვღელავდი, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, როცა ქუჩაში გავედი და მცნობდა ყველა, მერე უფრო ვღელავდი. „შუა ქალაქმა“ ის გააკეთა, რომ კასტინგებზე მსახიობების მისვლა პრესტიჟული გახადა, შემდეგ ეს ხაზი „ჩემი ცოლის დაქალებმა“ გააგრძელა. შემდეგ რეჟისორებიც მიხვდნენ, რომ მსახიობი უნდა იყოს პოპულარული, რომ მასთან თეატრში მოიყვანოს მაყურებელი. თეატრის ხელფასი იმდენად მიზერულია, რომ რეჟისორი ვეღარ გიკრძალავს სხვაგან მონაწილეობას.

იუმორის კეთება ძალიან რთულია, განსაკუთრებულად მისი შენარჩუნება,

როდესაც კომედიურ როლს თამაშობ, ძალიან დიდი გემოვნება სჭირდება, გადამლაშებული იუმორი მოსაბეზრებელი ხდება. ზოგადად, გემოვნება პროფესიაში უმნიშვნელოვანესია. მაყურებელი რომ ესწრებოდა დარბაზში გადაღებას, მათთვის კარგი იყო, ჩვენთვის კი ურთულესი. ჩვენ კვირაში სამი დღე გვქონდა, ორი საათი გადაღებისთვის. ეს იყო დუბლის გარეშე, არ გვქონდა შეცდომების უფლება, იყო სტრესიც. აი ახლა, წლები რომ გადის, მივხვდი, რომ ეს ძალიან დიდი სტრესი იყო. თუმცა ამან მოგვცა ძალიან დიდი გამოცდილება. მახსოვს ირაკლი კაკაბაძემ მითხრა, რომ რამდენიმე თვეში თქვენ იქნებით ყველაზე მობილური ქასთიო. შემდეგ მივხვდი რას გულისხმობდა. ტექსტის ადაპტაცია გონებაში, არ დაბნევა, ეს იმხელა შრომა იყო, რომელიც უკვე თეატრშიც დაგვეხმარა. თეატრში ვნერვიულობ ხოლმე, მაგრამ ის მაინც სხვა ნერვიულობაა.

რომელი იყო შენთვის ყველაზე განსაკუთრებული სერია და უყურებ თუ არა ხოლმე რაღაც სერიებს?

ასე რთულია თქმა, მაგრამ მაინც ყველაზე განსაკუთრებული იყო მოხუცებს რომ ვთამაშობთ, სიზმარი რომაა დათო ალექსიძის და ასევე 90-იანი წლების სერია რომაა, ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ესენი იყო. მე არ მაქვს დრო, მაგრამ ჩემი შვილების თაობაში ძალიან პოპულარულია, ისინი უყურებენ ხოლმე. ზაფხულში, ბათუმში რომ ვიყავით, უყურებდნენ ხოლმე და მე ბოლო ხმაზე ვიცინოდი. მეკითხებოდნენ, ასე რატომ იქცევიო, ეს რატომ გაცვიაო, გიჟებს თამაშობთო? მე კი ვუხსნიდი.

რა მოხდა გარკვეული პაუზის შემდეგ?

ამ დროს მე „რუსთავი 2“-ზე სერიალებში, „ნათია და თათია“ იყო და „ალუბლები ქუჩაში“ ვთამაშობდი, მშვენიერი სერიალები იყო. შემდეგ გაისმა ზარი და დათო გოგიჩაიშვილმა დარეკა, დაგვიბარა შეხვედრაზე. გვკითხა, რა აზრის ხართ „შუა ქალაქის“ დაბრუნებაზეო. ყველამ ერთხმად ვთქვით „დიახ“. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, მე ვფიქრობ, რომ 10 წლის შემდეგ დაბრუნებულმა „შუა ქალაქმა“ გაამართლა. იგივე არ უნდა გაგვეკეთებინა, იმიტომ რომ მაყურებელი იტყოდა, როგორ გადაამღერესო რეიტინგიც ძალიან მაღალი ჰქონდა სერიალს.

რა ეტაპი იყო შენს ცხოვრებაში „შუა ქალაქის“ შემდეგ?

არასდროს მქონია დიდი შემოქმედებითი პაუზა. ასე არ ყრია ჩვენს ქვეყანაში შემოთავაზებები, ამიტომ ვთანხმდები შემოთავაზებებს, ეს ფუფუნებაა. მერე იყო „მთავარზე“ „დიდი ოჯახი“, რომელიც მე ძალიან მომწონდა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ის შეწყდა. იქ სულ სხვანაირი იმიჯი მქონდა, „ნანა დეიდასი“. ჩვენს მაყურებელს აქვს ჩვევა, რაღაც პერსონაჟი რომ მოსწონს, მერე სხვას ვეღარ იღებს.

„რუსთავი 2“-ის ეთერში ახალი სერიალი დაიწყო, რეჟისორი გახლავთ კახა შარტვაა, გვესაუბრე ამ თემაზე,

ისე მოხდა, რომ მე ამ პროექტის ხელმძღვანელიც ვარ და მსახიობიც, ხან კამერის წინ ვდგავარ, ხან კამერის უკან. სამი წლის წინ მე და კახამ გავაკეთეთ ონლაინ არხი. გავაკეთე ბევრი გადაცემა. ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ასეთ სარისკო თემებს მოჰკიდა ხელი, შემდეგ ეს გადაცემები სხვადასხვა არხმა წაიღო… შემდეგ მოვიდა სერიალის იდეაც. ეს რთული ამბავია, დიდი ფინანსური და ტექნიკური რესურსი სჭირდება. მაგრამ კახაბერ შარტავა რისი კახაბერ შარტავაა, რომ დასახული მიზანს ვერ მიაღწიოს. მოკლედ გავბედეთ გადავიღეთ ტელეფონის განათებით ორი საცდელი სერია. გამნათებელიც მე ვიყავი, ამ ხუმრობა ხუმრობაში აღმოჩნდა, რომ კახაბერმა ორი კარგი მხატვრული სერიალი გადაიღო. ერთმა ტელევიზიამ გვითხრა, რომ ძალიან კარგიაო, მაგრამ არ ჰქონდათ რესურსი შემდეგ წავიღეთ „რუსთავი 2“-ში, იქ პირველივე შეხვედრაზე გადაწყდა ამბავი. ზოგადად, ჩვენ გვაქვს ორი უკიდურესობა გვახასიათებს, ან გვინდა ძალიან ვიტიროთ ან გვინდა ძალიან ვიცინოთ. როცა ანონსი გავიდა, ჩემი აზრით დაქირავებულმა ადამიანებმა ატეხეს, ჩვენ კიდევ დრამა გვინდაო. არადა ჯერ არ უნახავთ სერიალი. თუმცა ასევე წამოვიდა ზღვა დადებითი შეფასებებიც. სერიალი არის ყველა ჩვენგანზე, ვისაც რა გვინდა, იმას დავინახავთ. ჩვენ გვჭირდება ამის ყურება. ჩემზეც დაიწყეს, თამარის როლში სულ სხვა იყოო, მაგრამ 15 წელი მხოლოდ თამარ ღლონტს ხომ ვერ ვითამაშებ? ჩემთვის აუცილებელი იყო თავი სხვა ჟანრში მეცადა. მოკლედ სერიალი ძალიან საინტერესოა, ყოველ შაბათ-კვირას, „რუსთავი 2“-ის ეთერში უყურეთ „ბამბის აღმართს“.

როგორი დედა ხარ, როგორ უმკლავდები ოჯახურ ცხოვრებას?

ამას შვლები წლების შემდეგ იტყვიან, მერე გამოჩნდება როგორი ვარ. არ მყავს სახლში დამხმარე. ყველაზე კარგი დამხმარე ჩემი მეუღლე და ჩემი შვილები არიან. მაქვს ასეთი ამოჩემება, ეს არ არის გაპრანჭვა, მაქვს ჯვრისწერის შიში, არ ვიცი რატომ, თუმცა არასდროს მეფიქრება ჩემი ცხოვრება სხვა ადამიანის გვერდით.  15 წელია ერთად ვართ. ახლა კიდევ უფრო დავტკბით. ალბათ ბევრი გამკიცხავს, გამკიცხავს მრევლი, მოკლედ ჩემი დამოკიდებულება მაქვს. ამიტომ, ყოველ დაბადების დღეზე მთხოვს ხოლმე ხელს, იქნებ ერთხელაც დავიწერთ ჯვარი. უბრალოდ სპორტული ინტერესი აქვს. ბავშვებიც, დე დე გაჰყევი მიშკას ცოლადო. იმ ასაკში უნდა გავაკეთო, ეს როცა ცეკვის თავი ჯერ კიდევ მექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები