რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია, მსახიობი, პოეტი, კოსტა სანიკიძე, რომელმაც კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
შენ საზოგადოებამ უმეტესად რეალითი შოუს, „პრაიმ ჰაუსის“ საშუალებით გაგიცნო, თუმცა, მანამდეც დატვირთული იყავი,
36-ზე მეტი ლექსი და სიმღერა მაქვს დაწერილი, ახლა ალბომზე მიმდინარეობს მუშაობა. მე იმავეს ვაკეთებდი მანამდეც, რასაც ახლა ვაკეთებ. ცხადია, რაღაცები შეიცვალა. ზოგადად, უამრავი ნიჭიერი ადამიანია, ვისაც დაფასება და რეალიზება აკლია.
დავიწყოთ ყველაფერი ბავშვობიდან,
ბავშვობაში ირაკლი დონაძის ფილმში, „ორი ბორბალი“ მთავარი როლი შევასრულე, მაშინ 18 წლის ვხვდებოდი. სხვანაირი ბავშვობა მქონდა, ინტერესიანი ტიპი ვიყავი და, რაღაც მხრივ, არანორმალურიც. ეს ყველაფერი ჩემით არ ამირჩევია, თავისით მოვიდა. სულ ვწერდი, მერე მივხვდი, რომ რაღაცას დაემსგავსა და თავად მომეწონა. ვწერდი, ვწერდი და თაროზე ვდებდი, მეგობრებს ვუზიარებდი ხოლმე. პირველი წარმატებაც ლექსებთანაა დაკავშირებული. მე, პირველ რიგში, არტისტი ვარ. რაც ვარ, ეს ჩვენს ქვეყანაში პროფესიად არ აღიქმება. სხვადასხვა ენერგიები, სხვადასხვა შრომაა ამ ყველაფრის მიღმა. მე ავტორ-შემსრულებელი ვარ, მე არავის ნამღერს არ ვმღერი, მე ვარ გამტარი თავად, ეს დიდი პროცესებია.
იყო კომპლექსები ცხოვრებაში?
ჩვენ კომპლექსები გვქმნის, თუმცა, სერიოზული არაფერი მქონია. ჩავარდნები ბევრჯერ გამოვიარე ცხოვრებაში, თუმცა, თავად სამყარო მაძლევდა ენერგიას, მორიგი დღე მაძლევდა ძალას, გამეკეთებინა რაღაც. ასეთ დროს, პირველ რიგში, საკუთარი თავი გიდგას გვერდში.
შენი ინტერვიუ გავრცელდა, ყველაზე მეტად მშვიდად სასაფლაოზე ვარო, სექსი მქონია იქო,
რაღაცები არასწორად გაიგეს. სასაფლაო დიდი ტერიტორიაა და მაინცდამაინც საფლავები არ იგულისხმება, ეს მისტიკა და მაგიაა.
როგორც ვიცი, მეუღლე გყავდა, შენთან რთულია თანაცხოვრება?
რამდენიმე ადამიანთან მქონია თანაცხოვრება. ზოგადად, რთული ადამიანი ვარ. ხელოვან ადამიანთან ცხოვრება რთულია, როცა ადამიანი შემოქმედებისთვის იძინებს და იღვიძებს, ეს რთულია. ვინც ჩემს გარშემოა, მათ ესმით ჩემი, დღეს თავს კარგად ვგრძნობ.
როგორ გადადგი ნაბიჯი, მონაწილეობა მიგეღო „პრაიმ ჰაუსში“,
თავიდან ვორჭოფობდი, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზება მათგან იყო, საბოლოოდ დამითანხმეს. მიზანი იყო ის, რომ არ მეთამაშა და ის ვყოფილიყავი, ვინც ვიყავი. გამოცდა იყო დიდი, მე ამ ყველაფერმა გამზარდა. ბევრ შინაგან კარს და ბილიკს შეეხო ეს გარემო, სხვა სიღრმეებში ჩამიყვანა. იქ ღამის კადრები არ არის, რა დღეში ვიყავი. ტოქსინები გამომდიოდა ორგანიზმიდან, რადგან აღარ ვსვამდი. მე კამათს ჩემით არ ვიწყებდი, მიტევდნენ და ეს რეაქციებიც ჩემი თავდაცვა იყო. მაყურებელი ხედავდა დამონტაჟებულს, მიჭრილ-მოჭრილ, კონტექსტიდან ამოგლეჯილ კადრებს.
რას გვეტყვი თავზე დამტყდარ პოპულარობაზე?
ამაზე არ მიფიქრია, როცა შევდიოდი, ვფიქრობდი, რომ ორ კვირაში გამოვიდოდი. შემდეგ გულშემატკივრების იმხელა არმია წამოვიდა, ჯგუფიც შეიქმნა. ახლა მესამე სეზონი გადის და მსგავსი რამ ჯერ არ მომხდარა. ლაივებზე საჩუქრებით მხვდებოდნენ და დღემდე ვიღებ ხოლმე საჩუქრებს. შემდეგ პასუხისმგებლობა ვიგრძენი.
ხმაზე რომ ამბობდნენ, დაყენებული აქვსო, გაღიზიანებდა ხოლმე ეს ყველაფერი?
იცით, ვერ გამაღიზიანებდა, ზოგადად ერთნაირი კოსტა დედაჩემსაც არ ჰყავს ნანახი. ჩემი ყოველი დღე სხვადასხვანაირია. რაც შეეხება ჩემს ხმას, ჩემი ხმის ტემბრსა და ვიბრირებას აქვს მაგიური თვისებები და ის შეიძლება იყოს ძალიან ბევრნაირი, გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ, აქ ჩაკრების ამბავიცაა. მე არ ვარ ბიოლოგიური რობოტი. შემიძლია ვიჯდე და ღრუბლებს ველაპარაკო, ჩემი რიტუალები მაქვს. მე არ ვარ სამსახურში წასასვლელი, არ დავდივარ უნივერსიტეტებში, იმდენად მდიდარი ვარ, რომ ვღარიბდები. იმ დღეს კომენტარები ვნახე, „გელენვაგენით“ დადისო, გამეცინა, იმ მომენტში ჯიბეში 7 ლარი მქონდა.
როგორც ვიცი, „პრაიმ ჰაუსში“ ბევრი კარგი მეგობარი შეიძინე,
პროექტში ვისთანაც ვმეგობრობდი, ვმეგობრობდი ნაღდად, ეს მეგობრობა გრძელდება. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც მეგობრობაც არ შეეძლოთ. რად მინდა ბევრი მეგობარი, მირჩევნია მყავდეს ერთი და ნაღდი. გული მწყდება ბევრ რამეზე, გული მწყდება, რომ არავინ მოდის ჩემთან და არ მეუბნება, სიმღერის ჩაწერა ხომ არ გინდაო. მე ვისაც ვეუბნები, ეს ისეთ თანხებთან არის დაკავშირებული…. არ მყავს პროდიუსერი, არ მყავს მენეჯერი. მე ვფიქრობ, რომ პატარა ყურადღებას ვიმსახურებ. მოდი კოსტა დაგაფინანსებ, ჩაწერე… ამას არავინ ამბობს. მარტო ხარ, რთულია, ამ ყველაფრის უკან ხომ ცხოვრებაა. იყო რაღაც შემოთავაზებები, მაგრამ დაემატა ამას პოლიტიკური რაღაცები და გამოვიქეცი. ვინაობას არ დავასახელებ, ერთმა მითხრა, შენ საშიში ხარო, მე ახლა გამოგზარდო და მერე შენ ჩვენ დაგვარტყაო…
კოსტა და სტილი…
შავი ჩემი საყვარელი ტონია, შავ-თეთრში ვარ ძირითადად და ისე, ფერებს მე თავად ვქმნი.
„პრაიმ ჰაუსის“ ახალ მონაწილეებზე რას იტყოდი?
ჩემი აზრით, მათ აქვთ შანსი, კიდევ უფრო საინტერესო გახადონ შოუ. არ ვუყურებ, თუმცა, დიასას ვგულშემატკივრობ. მაგრამ მეორე სეზონი უფრო საინტერესო იყო.