LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მწერენ, რომ ეს ჩვენი სიყვარულის ჰიმნიაო“ – ანდრია გველესიანი პრემიერით „ფორტუნა პლუსში“

5
ანდრია გველესიანი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი, მომღერალი, ანდრია გველესიანი და მისი გუნდის წევრი, ვატუნა ზოიძე, რომლებმაც გადაცემაში სიმღერა დააპრემიერეს და ბევრ საინტერესო თემაზეც ისაუბრეს. 

როგორი განწყობა გაქვს და ზოგადად, როგორი იყო შენთვის 2022 წელი?

განწყობა მაქვს გადასარევი და საახალწლო, მიხარია, რომ ყველაფერი რიგზეა, მთავარია ჩვენ გვქონდეს კარგი განწყობა. პრინციპში შემიძლია ვთქვა, რომ ყოველი წელი ჩემთვის არის ზრდის ეტაპი. ეს წელი იყო პანდემიიდან გამოსვლის წელი. ეს მუსიკალური თვალსაზრისით ჩემი ბენდისთვის ჩამოყალიბების წელი იყო. მუსიკალურად დატვირთული ვიყავი, რაც შეეხება სამსახიობო კარიერას, იყო სიახლეებიც, ახალი სპექტაკლები თუმცა ბოლო პერიოდი თეატრი გაჩერდა.

ასევე გავიხსენოთ დუეტი მეუღლესთან, მაიკოსთან ერთად, რომელმაც სოციალური ქსელები წალეკა,

მაიკო მაგრად ხალისობს ხოლმე ამ თემაზე. ჩვენ ხომ კორპორატიული საღამოებით ვსაზრდოობთ ხოლმე და ერთ-ერთ კორპორატიულზე მოითხოვეს, რომ მაიკოც ყოფილიყო. მაიკო ხომ არ თვლის თავს მომღერლად, თუმცა რასაც მღერის, კარგად მღერის. საავტორო სიმღერების მუზა ხომ ისაა, მასზე კარგად ვერავინ იმღერებს.  სიყვარული რომ იგრძნობა, წარმატებასაც ეს განაპირობებს.  ის ძალიან მაგარი პარტნიორია სცენაზე. პირველი კურსიდან პარტნიორები ვართ სცენაზე, „რომეო და ჯულიეტაში“ვთამაშობდით. ამ დუეტზე ბევრი მწერს, რომ ძალიან ბევრი წყვილი შერიგდა, შეუღლდა ამ სიმღერაზე, მწერენ, რომ ეს ჩვენი სიყვარულის ჰიმნიაო. მართალია მამაჩემიც მუსიკოსია, დედაჩემიც, ცხადია გამიმართლა მშობლებში, თუმცა ჩემი პირველი შემფასებელი ბებიაა. ზოგადად ასე ვაკეთებ ხოლმე, როცა ახალი სიმღერა მაქვს, ვუკრავ და ვეკითხები ხალხს, ეს სიმღერა მოეწონათ თუ არა, თუ მოეწონათ, ვამბობ, რომ ჩემია. ჩემს ახალ ალბომს ერქმევა „ჩვენ“ და მასში მოიაზრება მაიკო და სანი. რაც შეეხება ახალ სიმღერას, „თოვს“, ეს ეძღვნება მაიკოს, სანის და ჩვენი ბენდის ოჯახის წევრებს. სანი მუსიკალურია ძალიან, სულ უნდა იმღეროს, ძალიან მგავს.

ანდრია ახლა ბენდზე გვესაუბრე,

ასე დავიწყებ, მე სულ მყავდა ახლო მეგობრები, რომლებთან ერთადაც ვუკრავდი. პირველი ბენდი იყო „ეიდი“ , სადაც ვიყავით მე ლონდარა, დემნა ამაშუკელი და გიორგი ლაღიძე. პანდემიის დროს გვინდოდა ყოფილიყო რაღაც ლოკაცია, სადაც საზოგადოებას ჩვენს მუსიკას გავუზიარებდით. ახლა ვართ ამ ბენდში ვატუნა ზოიძე, ჩვენ თეატრალურში ერთად ვსწავლობდით. ასევე ჩვენთანაა გიორგი ბერკაცაშვილი, ჩვენი კლავიში. სულ ხუთნი ვართ.

ვატუნა, როგორია ანდრიასთან მუშაობა?

ვატუნა: ანდრიას ენერგიის გაძლება არ არის მარტივი, დიდი ენერგია სჭირდება, არასდროს ისვენებს, არასდროს გასვენებს, საშუალება რომ მისცე, ღამის სამ საათზე რეპეტიციას ჩაატარებს. ზოგადად, ბენდში აუცილებელია იყოს ერთი ლიდერი, რომელსაც უნდა მიენდო, აუცილებელია ურთიერთგაგება, რომელიც გვაქვს.

ანდრია: ბედნიერი ვარ, რომ ერთობაა, ბიჭები ძალიან მომყვებიან. მარტივად არაფერი ხდება, ყველა დღე ყველა წამი მიხარია, რაც ბიჭებთან მაქვს გატარებული.

ახალი სიმღერის შესახებ გვესაუბრე,

ანდრია: სიმღერა სახელწოდებით ,,თოვს”, ჩემი საავტორო ნამუშევარია, მისი მონახაზი უკვე ერთი წელია არსებობს. ბიჭებისა დამსახურებით ამ ყველაფერმა სრული სახე მიიღო. ერთ დღეში მოიხაზა ყველაფერი თავიდან ბოლომდე. შემდეგ „ბრავო რეკორდსში“ ალეკო ბერძენიშვილთან მივიტანეთ. მან სული და გული ჩადო ამაში. მალე სოციალურ სივრცეებში ვიდეოც განთავსდება. მისი ავტორია გიორგი ძოწენიძე. ჩვენ ამ სიმღერას ვუძღვნით ჩვენს ოჯახებს და ახლო ადამიანებს.

ვატუნა: სხვათა შორის რატომღაც ახალი წლის დღეებში ვართ თავისუფლები, ერთ-ერთმა ქალაქმა „აგვაყირავა“, ამიტომ არ ვიცით ჯერ, სად ვიქნებით ახალ წელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები