LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინუცა მაყაშვილი: მესამე ცოლი რომ ვყოფილიყავი, ნამდვილად დავფიქრდებოდი ბევრ რამეზე

21

გადაცემის სტუმარი მსახიობი ნინუცა მაყაშვილი იყო. საუბარი მისი საქმიანობის, პირადი ცხოვრებისა და ოჯახის გაშემო წარიმართა.

– ნინუცა, როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
– ვიღვიძებ და რადგანაც ამ ეტაპზე ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს, არაფერს არ ვაკეთებ, უსაქმურად ვარ. ჩვენს ოჯახში ყოველთვის საგიჟეთია, მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან მიწყობენ ხელს, რომ გამოვიძინო.

– როგორი ბავშვობა გქონდა?
– ძალიან კარგი, ზოგადად ბავშვობაზე მაგარი პერიოდი არ არსებობს, როდესაც მაქსიმალური სადარდებელი სათამაშოები იყო. არასოდეს არაფრის ნაკლებობა არ განვიცდიდით არც მე და არც რუსკა. ძალიან მხიარული იყო ყველა ჩვენი დღე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დედის და ოჯახის წევრების დამსახურებაა.

– მკაცრი დედაა ქალბატონი თამარი?
– კი, საკმაოდ, ბავშვობაშიც და ახლაც, ეს გარკვეულწილად კარგია და გარკვეულწილად ცუდიც.  მაგალითად, ის ვერასოდეს გაიგებს, რატომ მომწონს სვირინგები, ან რატომ მინდა ღამის 3 საათზე ველოსიპედით გასეირნება.

შენი აზრით, რატომ არის დღეს რუსკა უფრო პოპულარული, ვიდრე შენ?
– როდესაც რუსკა სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“ მიიწვიეს, მეც ვიყავი გათვალისწინებული, მაგრამ მაშინ ოჯახურმა მდგომარეობამ ხელი არ შემიწყო და ისე მოხდა, რომ ისე დავრჩი. ამის მერე რუსკამ ისე „აკრიფა“, რომ უფრო მარტივად გამოუვიდა ყველაფერი. მე ჩემმა გათხოვებამ და ორსულობამ გარკვეულწილად ხელი შემიშალა. თან სიმართლე რომ ვთქვა, მე სხვა სფეროები უფრო მაინტყერესებს, ვჯომარდობა და ა.შ. თუმცა, სიამოვნებით ვცდიდი ჩემს თავს ყველგან, სადაც შეიძლება.

ასევე, დღეს პოლიტიკა უფრო წინ არის წამოწეული, ვიდრე სხვა დანარჩენი სფეროები.

– ორივე მსახიობები ხართ. თუ გაქვთ კონკურენცია?
– ეს კითხვა ბევრჯერ დაუსვამთ. რუსკა ნამდვილად მაგარი მსახიობია და მისით ძალიან ვამაყობ. ამას ყოველგვარი პირფერობის გარეშე ვამბობ. თავისი საქმის პროფესიონალია და საერთოდ არ განვიცდი, რომ ის უფრო ჩანს ტელევიზორში, ვიდრე მე. არავის მიმართ არ მაქვს კონკურენციის და შურის მომენტი და მითუმეტეს, რუსკას მიმართ.

IMG_8579
– ადრეულ ასაკში გათხოვდი…
– დიახ, 19 წლის ვიყავი და ჩემი რჩეული იყო ბესო ზანგური. სამწუხაროდ ვერ აგვეწყო ურთიერთობა და დავშორდით.

დღეს თუ აგქვთ ურთიერთობა?
– კი, თეატრში ვხედვათ ერთმანეთს,  ერთად გვიწევს მუშაობა.

– როგორია ეს ყველაფერი, მაინც გიწევთ შეხება…
– მას ჰყავს მეოთხე მეუღლე და როგორც ვიცი არაჩვეულებრივად გრძნობს თავს, რადგან იპოვა ნამდვილი სიყვარული.

– შენ მერამდენე ცოლი იყავი?
– მეორე. აი, მესამე ცოლი რომ ვყოფილიყავი, ნამდვილად დავფიქრდებოდი ბევრ რამეზე, მაგრამ მეორე ვიყავი და არ ჩავთვალე ამდენი ფიქრი საჭიროდ. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ არცერთი წამით არ ვნანობ არაფერს, რადგან მყავს არაჩვეულებრივი შვილი და დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, იგივეს გავაკეთებდი, მცირე დეტალებს შევცვლიდი მარტო.

როგორი ხარ შეყვარებული?
– უფრო აღტაცებულ-გატაცებული ვიყავი, ვიდრე შეყვარებული. რეალურად რომ დავფიქრდე ეს არ იყო სიყვარული. არ შეიძლება, ადამიანი გიყვარდეს და შემდეგ აღარ გიყვარდეს, გეზიზღებოდეს…

ჩემს გარშემო არავის უნდოდა ჩვენი კავშირი, მაგრამ ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. მირჩევია, გავაკეთო და ვინანო, ვიდრე არ გავაკეთო და იმაზე ვიფიქრო, ნეტა გამეკეთებინა -მეთქი. ამ გამოცდილებამ ბევრი რამე მასწავლა, რომ ცხოვრება სულ ისეთი ვარდისფერი არ არის, როგორც მეგონა და რომ ცუდი რაღაცეებიც ხდება. ბევრ რამეს მივაქციე ყურადღება.

შენ გადადგი დაშორების პირველი ნაბიჯი თუ მან?
– მე, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ არ ვგრძნობდი თავს კომფორტულად, ჩემი შვილისთვის და მომავლისთვის მარტო და ბედნიერი ყოფნა ვარჩიე, ვიდრე ქმრით და დაჩაჩანაკებული.

– ახლა რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– ძალიან კარგად ვარ. პირადზე ლაპარაკს საჯაროდ არ ვაპირებ, რაც ვილაპარაკე, ის უკვე წარსულია და რაც შეეხება მომავალს, ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს აღარ ვაპირებ. რაც მოსახდენი იყო, მოხდა.

– რაც შეეხება რუსკას, როგორ მოგწონს სასიძო?
– მე და რუსკა სანდროს ბავშვობიდან მოგვწონს. ვგიჟდები, ძალიან მაგარი ბიჭია. მიხარია, რომ ძალიან უყვართ რუსკას და სანდროს ერთმანეთი, უდიდეს ბედნიერებას ვუსურვებ ორივეს.

IMG_8586
– ადრე მიგყავდა დილის გადაცემა ტელევიზიაში…
– დიახ, „მაესტროზე“ ვიყავი, როდესაც დაიხურა გარკვეული პერიოდი უმუშევარი ვიყავი, შემდეგ გადავედი „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, იქ 3-4 თვე მომიწია მუშაობა. მოკლე, მაგრამ ძალიან კარგი პერიოდი იყო. ამჟამად ტელევიზიაში აღარ ვარ, თუმცა დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი.

ამჟამად მაქვს გადაღებები გოგა ხაინდრავასთან, სერიალში ვთამაშობ და დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდხანს ვიმუშავებ. სრულმეტრაჟიან ფილმზე არასოდეს მიმუშავია. ალბათ სილამაზის ან ტალანტის სტანდარტებში არ ვჯდები.

რას უსმენს ნინუცა მაყაშვილი?
– ყველაფერს ვუსმენ.  ვერ გამოვყოფ ჟანრს, გააჩნია როგორ განწყობაზე ვარ ან როგორი სიტუაციაა. კონკრეტული მომღერალი არ მყავს ამოჩემებული.

– ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს…
– ბუნებაში არის აუცილებალდ ასეთი ადგილი.

– საახალწლო განწყობა თუ გაქვს ან როგორ ხვდები ახალ წელს?
– ყველაზე დასამახსოვრებელი ახალი წლები ბავშვობაში მახსოვს, როდესაც არ ფიქრობ, საცივი როგორ გააკეთო. განწყობა მაქვს, მაგრამ მინდა ისეთ ადგილას შევხვდე, სადაც ბევრი ბედნიერი სახეა და არა მოღუშული, როგორც ჩვენთან. ტრადიციულად სახლში ვხვდებით, მითუმეტეს ახლა, როდესაც მყავს პატარა.

როგორ მოგწონს რუსკა „ნიჭიერში“?
– რუსკა არის ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ მე დავიწყე „ნიჭიერის“
ყურება. ძალიან ვერთობი და სულ მაინტერესებს რას გააკეთებს. ცუდია, რომ ლაივებზე აღარ იქნება. კარგად გაგვართო საზოგადოება.

– წარმატებებს გისურვებ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები