LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მომღერალი, რომლის სიმღერებიც BBC Radio-ზე ტრიალებს

5

გადაცემა „ექსკლუზივის“ სტუმარი მომღერალი ეკატერინე გოგლიძე იყო. ქართველი წარმოშობის  მუსიკოსი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, თუმცა თავის დამკვიდრებას ქართულ მუსიკალურ ბაზარზეც გეგმავს.

როგორია შენი მუსიკალური გამოცდილება?
– ძირითადად ვმოღვაწეობ დიდ ბრიტანეთში, ამიტომ აქ ნაკლებად მიცნობენ. შარშან „იმედის დილაში“ გამოვედი ჩემი სინგლით, ისე ჩემი სიმღერები BBC რადიოზეც ტრიალებს. დღევანდელი სიმღერა ექსკლუზივია და ის პირველად თქვენს ეთერში გაიჟღერებს.

ბრიტანეთში რამდენად აქტიურად მოღვაწეობ?
– უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სერიოზულად დავკავდი მუსიკით. მქონდა რამდენიმე სერიოზული მიწვევა და იმედი მაქვს, კიდევ უფრო სერიოზულად განვითარდება.

რა პროფესიის ხარ?
– დავამთავრე პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობა. მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობა ყველასგან ჩუმად მივიღე და გამიმართლა, მას შემდეგ კი ამ საქმიანობას სერიოზულად მოვკიდე ხელი.

რა ასაკიდან მღერი?
– პატარაობიდან, თუმცა დიდი როლი მამაჩემმა ითამაშა, რომელიც როკის დიდი თაყვანისმცემელია და ბავშვობიდან ვუსმენდი Led Zeppelin-ს, ვყვებოდი მათ სიმღერებს და ასე აღმოაჩინეს, რომ სიმღერის ნიჭი მქონდა.

როგორ აპირებ ქართველი მსმენლის გულის მოგებას?
– ახლა მეტი დრო მაქვს, რომ ქართველებსაც გავუზიარო ჩემი შემოქმედება და ყველანაირად ვეცდები, რომ მათი იმედები გავამართლო.

რა განსხვავებაა ქართველ და ბრიტანელ მსმენელს შორის?
– ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან საქართველოში იმდენი სიმღერა არ წარმომიდგენია, რომ ქართველი მსმენელის აზრი გამეგო, არც ბევრი ენერგია ჩამიდია აქ.

ქართულენოვანი სიმღერის ჩაწერას თუ გეგმავ?
– რა თქმა უნდა, ვაპირებ.

რომელ ჟანრში გრძნობ თავს კომფორტულად?
– ალბათ როკი, პოპი, ფოლკი, ინდი… ერთ ჟანრზე არ ვფოკუსირდები.
როგორია შენი უახლოესი გეგმები?
– ამჟამად ველოდები ერთ-ერთ კომპანიასთან კონტრაქტს. შემდეგ ვაპირებ სიმღერის ჩაწერას იტალიაში და მერე კონცერტებზე გამოსვლას ვგეგმავ. ეს არის უახლოესი, რაც შემიძლია გითხრათ.

სიმღერის შესახებ რას გვეტყვი?
– ტექსტი, მუსიკა მე მეკუთვნის, ტექნიკური მხარე – ჩემს უცხოელ მეგობარს. შთაგონების წყარო ასე კონკრეტულად არ მქონია.

რა გინდა, რომ ამ სიმღერით თქვა?
– ეს სიმღერა აღწერს ჩემს გზას, ცხოვრებას, რომ ვცდილობ, ყველანაირ სიტუაციაში ძლიერი ვიყო.

საქართველოში რამდენად რეალური გგონია, რომ თავს ადვილად დაიმკვიდრებ?
– მე მგონია, რომ ბევრი შრომის შემდეგ შეუძლებელი არაფერია.

წარმატებებს გისურვებ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები