LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერიკო ტურაშვილისა და თემო საჯაიას დუეტს უპირობო პოპულარობას უწინასწარმეტყველებენ

6

გადაცემა „ექსკლუზივის“ სტუმრები ვერიკო ტურაშვილი და თემო ჟღენტი იყვნენ, რომლებმაც ახალი დუეტი – „თოვს“ წარმოადგინეს.

როგორ განწყობაზე ხართ?

თემო: დიდი მადლობა ჩვენი დაპატიჟებისთვის. განწყობა არაჩვეულებრივია.

გაქვთ თუ არა კონკრეტული გათვლა, რომლის მიხედვითაც თქვენი ახალი სიმღერა ჰიტი გახდეს?

– ქართული მუსიკალური ბაზარი და ის სიმღერები, რომლებიც ჰიტდება, არანაირ გათვლას არ ექვემდებარება, რადგან იმდენად სხვადასხვაგვარი და მოულოდნელია ხშირად ამა თუ იმ სიმღერის გაჰიტება, რომ ამას წინასწარ ვერ გათვლი. ამიტომ არ ვიცით, რა იქნება ჩვენს შემთხვევაში. უბრალოდ ვფიქრობ, როდესაც ადამიანები ყველაფერს აკეთებენ და ბევრს შრომობენ რაღაცისთვის და სიმღერაც არ არის მთლად გაუგებარი, მათი მონდომება აუცილებლად დაფასდება. ყოველთვის უნდა გააკეთო ის, რაც გინდა და ის უნდა მოაწონო მსმენელს, რაც გინდა, რომ მოეწონოს.

ინსპირაციის წყარო რა გახდა?

– ჩემი და ვერიკოს მეგობრობა და სურვილი, რომ დუეტი ჩაგვეწერა. მე ვერიკოს ფანი ვარ, როგორც მუსიკოსის და მისი ხმა და მანერა ამ სიმღერას ძალიან მოუხდა.

თუ გაქვთ კომერციული გათვლები?

ვერიკო: არის ხოლმე ორი ვარიანტი – ან აკეთებ სიმღერას, რომელიც შენ მოგწონს ძალიან და ის ემოციური გამოდის და მეორე, როდესაც ასეა საჭირო და ერთგავარად მასაზეა გათვლილი. ამ მეორე გზას არ მივმართავ ხოლმე მე. ახლაც ასეა, მე და თემომ ჩავწერეთ დუეტი, რომელიც ჩვენ ძალიან მოგვწონს.

„წვიმა მოგონებებს ასველებს“ – შენი ჰიტია, რომელიც წლების შემდეგაც აქტუალურია. ეს რომელ შემთხვევას განეკუთვნება – კომერციას თუ იმას, რაც შენ მოგწონდა?

–  როდესაც პირველ ალბომზე ვმუშაობდი და ეს სიმღერა სწორედ მასში შედის, სიმართლე რომ გითხრათ, სხვა ნამუშევრებისგან უფრო მქონდა მოლოდინი და არა ამაზე.

ამბიციური არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ჩვენი ახალი სიმღერა ნამდვილი ჰიტი გახდება, რადგან მას საკმაოდ დიდი პოტენციალი და შანსი აქვს, რომ ხალხს მოეწონოს.

– თქვენი მუსიკალური გემოვნება თუ ემთხვევა ერთმანეთს?

თემო: ბევრ ადამიანთან ვმეგობრობ, თუმცა ბევრთან არ მიჩნდება იმისი სურვილი, რომ დუეტი ჩავწერო. ვერიკოსთან კოლაბორაცია კი იმას ნიშნავს, რომ მისი გემოვნება ჩემთვის ძალიან მისაღები იყო.

დუეტის ჩაწერის ინიციატორი ვინ იყო?

– ტექსტის და მუსიკის ავტორი მე ვარ. სურვილი ერთად დაგვებადა, კონკრეტული ინიციატორი არ ჰყავს.

როგორ დასრულდა ცნობილ პროექტში შენი მონაწილეობა?

– 8 ქვეყანასთან გამიჩნდა კონტაქტი ამ პროექტიდან. ახალი წლიდან ბევრი სიახლეა დაგეგმილი ამ მხრივ, შესაბამისად, ეს პროექტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება შედეგს, მესამე ადგილზე გავედი.

– ქვეყნის ფარგლებს გარეთ თუ გეგმავ მოღვაწეობას?
– თუ იქნება სერიოზული შემოთავაზება, აუცილებლად წავალ, თუმცა არა სამუდამოდ. რაღაც პერიოდი აუცილებლად წავალ.

ვერიკო, როგორია შენი სამომავლო გეგმები?

– დიდ სოლო კონცერტზე ვფიქრობ და ამაზე ზრუნვა უკვე დავიწყე. მგონია, რომ ამისი დრო ნამდვილად დადგა. რაც შეეხება ალბომს, შესაბამისი მასალა ახლაც მაქვს, მაგრამ კომერციულად წამგებიანია დისკის გამოშვება და ამ ეტაპზე არ ვფიქრობ. მანამდე კი, 14 დეკემბერს ჩვენს სიმღერაზე კლიპის პრეზენტაციაა დაგეგმილი, რომლის რეჟისორია ანრი ჯოხაძე.

– სად იგეგმება პრეზენტაცია?

– ერთ-ერთ კინოთეატრში, შემდეგ კი ივენთი გაგრძელდება რესტორან „თავადურში“, სადაც კლიპი გადავიღეთ.

– მომავალში თუ გეგმავთ კიდევ თანამშრომლობას?

თემო: ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად „წაიღებს“ სიმღერა. თუ კარგი პროექტი გვექნება, აუცილებლად ვითანამშრომლებთ.

– შენი სამომავლო გეგმები როგორია?

– ერთი, რაც ზუსტად ვიცი ის არის, რომ ახალი წლების შემდეგ ერთ სიმღერაზე ვაპირებ კლიპის გადაღებას. დანარჩენი ჯერ დაუზუსტებელია, ამიტომ ზუსტად ვერაფერს გეტყვით.

ვერიკო: ერთ რამეს ვიტყვი – როგორც წვიმის მოსვლა ასოცირდება ჩემს ცნობილ სიმღერასთან, ისე წლების

განმავლობაში ჩვენი ახალი დუეტი თოვლის სიმბოლო გახდება, ამაში დარწმუნებული ვარ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები! (იცინის)

თემო, შენ რა მოლოდინი გაქვს?

– გააჩნია, რას გადაწყვეტს „ოქროს ტალღა“ (იცინის). მე დიდი იმედი მაქვს, რომ ნომინანტებს შორის მოხვდებით, რადგან პროექტია ძალიან კარგი და ჩანს, რომ მასზე ბევრმა პროფესიონალმა ადამიანმა იმუშავა.

წარმატებებს გისურვებთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები