როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის
მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 18-მეტრიან ავტობუსებს 12-მეტრიანთან
შედარებით, 86%-ით მეტი მგზავრი გადაჰყავს.
კალაძის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების გამართული ექსპლუატაციისთვის საჭირო ავტობაზის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.