„როგორც გვახსოვს, პარლამენტზე განხორციელებული შტურმი, შიდა და გარე რადიკალებმა, „ხალხის გულწრფელ პროტესტად“ მონათლეს და მას შემდეგ, ეს პროპაგანდისტული ხრიკი, ძალადობრივი რევოლუციის ყოველი მცდელობისას გამოიყენება“ - წერს შალვა პაპუაშვილი.
2019 წლის 20 ივნისიდან დღეს 5 წელი გავიდა, სწორედ ამ დღეს რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას, საზოგადოების მძლავრი პროტესტი მოჰყვა.