2025 წელი ზოდიაქოს ბევრი ნიშნისთვის აღმოჩნდება გარდამტეხი, რადგან ბევრი შეძლებს ცვლილებების განხორციელებას, ახალი რომანტიკული კავშირების გაბმას და ფინანსური სტაბილურობის მოპოვებას.
სად არის წარმატების ყველაზე მაღალი შანსები და რას ითხოვს კოსმოსი, სამყარო, გველის წელიწადი თოთოეული ჩვენგანისგან იმისთვის, რომ წარმატება და იღბლიანობა გავზარდოთ? - ამ თემაზე „ფორტუნასთან“ ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა.
სულ რამდენიმე დღეში ახალი წელი შემოაბიჯებს. 2025 წელი ხის სტიქიის, მწვანე გველის წელიწადია, რაც აღმოსავლურ იდეოლოგიაში სიბრძნისა და ოჯახური სტაბილურობის სიმბოლოდ მიიჩნევა.