თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე, ასევე მიულოცა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, აფხაზ და ოს ძმებს, რომელთა წვლილი საუკუნეების განმავლობაში ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვასა თუ მის აღდგენაში დიდია.
17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მცხეთაში, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნები გაჟღერდება.